Главная » 2017 » ივლისი » 12 » საერთაშორისო ფესტივალი ურბანული სკეჩერების მოყვარულთათვის გერმანიასა და საქართველოში
18:04
საერთაშორისო ფესტივალი ურბანული სკეჩერების მოყვარულთათვის გერმანიასა და საქართველოში

ქართველ სკეჩერებს გერმანიამ კერძოდ შტუტგარტმა უმასპინძლა. პროექტის მიზანი ქალაქის ურბანული განვითარება, კულტურული ცნობიერების ამაღელაბ ა და ამ ორი ეროვნების მეგობრობის გამამყარებელი კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმაა.

პროექტის ფარგლებში ქართველმა და გერმანელმა  სკეჩერებმა ერთი კვირის განმავლობაში ფოტოების გადაღების ნაცვლად  საკუთარი თვალით დანახული შტუტგარტი თავის სახატავ წიგნაკებში  ფუნჯითა თუ ფანქრებით აღბეჭდეს.

პროექტის მიზანი

"ქალაქის (ზე) ხატვა" არა მხოლოდ ჩანახატების გაკეთებას და  ქალაქის დოკუმენტაციას ისახავს მიზნად, არამედ  ისეთი ადგილების და სივრცის დამკვიდრებას, სადაც ყველა ინტერესის მქონე ადამიანი თავს მოხერხებულად და კომფორტულად იგრძნობს.  ჩანახატების გაკეთება პროექტის მონაწილეებთან ერთად ნებისმიერ მსურველს შეეძლო. პროექტის მიზანი, ასევე,  ქალაქში სოციალური აქტივობების განვითარებაა.  ხატვის საერთაშორისო ფესტივალის მოწყობით  გერმანული მხარეც დაინტერესდა, იდეას საფუძველი საქართველოში ჩაეყარა. ფესტივალი გერმანელი სკეჩერების ვიზიტით დაიწყო, კერძოდ ისინი ბოლნისსა და თბილისს ეწვივნენ, რათა დანახული ადგილები თავიანთ სახატავ წიგნაკებში თავისებურად გადაეტანათ. პროექტი ამით არ დამთავრებულა და ამჯერად ქართველებს გერმანელებმა  უმასპინძლეს.



სკეჩ-კვირა შტუტგარტში

კვირის განმავლობაში ბევრი ჩანახატი შედგა, თუმცა პროექტი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. შტუტგარტის პორტის ისტორია, 2011 წლის საუკეთესო ბიბლიოთეკა, მერსედესის მუზეუმის სტუმრობა და ამ ყველაფრის სახატავ წიგნაკში აღბეჭდვა,  ქართული და გერმანული კულტურა თუ ტრადიცია, პრობლემა თუ სიამაყე- ამ ყველაფერს ქართველი და გერმანელი ხელოვანები ერთმანეთს უზიარებდნენ, უყვებოდნენ და მთელი კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ. ინფორმაციულმა კვირამ სწრაფად ჩაიარა.

კვირის ბოლოს  ყველა ხელოვანმა საკუთარი პერსპექტივიდან დანახული შტუტგარტი და მისგან მიღებული ემოციები ე.წ " კულტურის კუნძულზე "გამოფინა.  ღონისძიება ასევე ქართველმა პიანისტმა და მუსიკოსმა რუსუდან მეიფარიანმა გაალამაზა. ქართველი ხელოვანები სამშობლოს ზუსტად ერთი კვირის თავზე, 9 ივლისს დაუბრუნდნენ.

ელენე გვასალია შტუტგარდიდან

Категория: სხვადასხვა | Просмотров: 1678 | Добавил: popularsge | Теги: ელენე გვასალია | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar