15:16 როგორ ვუთხრათ „არა“ და არ ვგრძნობდეთ თავს დამნაშავედ | |
რა არის საზღვრები და რისთვისაა საერთოდ საჭირო? საზღვარები _ ეს უხილავი ხაზებია, რომელიც თქვენსა და სხვა ხალხს შორის არსებობს. სულიერი სიმშვიდისა და ჰარმონიული ურთიერთობებისთვის მისი დაცვა აუცილებელია. და სწორედ პირადი სივრცის დაცვას ეკუთვნის ჩვენი დღევანდელი განხილვის საკითხიც, შეგვეძლოს საჭირო დროს უარის თქმა. პირველ რიგში უნდა გაათვითცნობიეროთ, რომ „არა“_ ეს განაჩენი არაა, ეს თქვენი უფლებაა. არ ხართ ვალდებული აუხსნათ ადამიანებს ყველა გადაწყვეტილება, თუმცა რბილმა და ტაქტიანად ნათქვამმა უარმა შესაძლოა სიტუაცია შეარბილოს. მაგალითად, ნაცვლად ფრაზისა _“არა, მე არ ვიზამ ამას“, სცადეთ და უთხარით, _ „მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ ახლა მე არ შემიძლია მისი გაკეთება“. ვფიქრობ მეთანხმებით განსხვავებაში. მე მესმის, როცა არ შეგიძლია უარის თქმა, ასე ერთი ხელის მოსმით რთულია ამის გაკეთება და ამ ჩვევის ცხოვრებაში დანერგვა. ამიტომ დაიწყეთ პატარ-პატარა ნაბიჯებით თქვენი პირადი საზღვრების დაცვა. სანამ კონკრეტულ რჩევებზე გადავალ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ჯადოსნური სიტყვა, სწორედ „არა“ არის. დროულად და მტკიცედ ნათქვამი „არა“ თავიდან აგაცილებთ არაერთ სერიოზულ პრობლემას. როგორ ვისწავლოთ უარის თქმა
უარის სწავლის დროს თქვენ ალბათ ფიქრობთ, მე კი ვეტყვი, მაგრამ ეს ახლობელი ადამიანი რომ გამინაწყენდეს? და მართალიც იქნებით. სწორედ ამიტომ, უნდა გახსოვდეთ, მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა და რომ ურთიერთობებში ჰარმონიას საკუთარი განზრახვების ახსნა ქმნის. აუცილებლად აუხსენით თქვენთვის ძვირფას ადამიანს, რომ მასთან ერთად დროის გატარება ძალიან გიყვართ, მაგრამ ხანდახან მარტო დარჩენა გჭირდებათ. ეს აჩვენებს, რომ თქვენ ამ ურთიერთობას აფასებთ, მაგრამ არც ის მიგაჩნიათ სწორად, რომ ამ ურთიერთობას საკუთარი თავი და პიროვნება შეწიროთ. სწორად დაცულმა საზღვრებმა ურთიერთობა უფრო უნდა გაამყაროს და არა დაანგრიოს.
ჟურნალისტი და ნლპ ქოუჩი ფიქრია ჭალიძე ფიქრია ჭალიძის სხვა მასალები: როგორ უნდა გაიგო, რაში გაქვს წარმატების ყველაზე მეტი შანსი?
მხოლოდ სიყვარული არასოდესაა საკმარისი
ნინიკო გომარელი: „არ არსებობს სპორტსმენისთვის მარტივი გზა“
| |
|
Всего комментариев: 0 | |