21:51 როგორ უნდა გაიგო, რაში გაქვს წარმატების ყველაზე მეტი შანსი? | |
საკუთარ თავს დაუსვით ქვემოთ მოცემული კითხვები და გულწრფელად უპასუხეთ.
ამა თუ იმ საქმიანობისთვის შექმნილი ხარ თუ არა, დამოკიდებულია არა იმაზე თუ რა გიყვარს, არამედ _ სხვებთან შედარებით რამდენად იოლად ართმევ თავს საქმიანობასთან დაკავშირებულ სირთულეებს. როდის ხდება ისე, რომ საქმიანობით სიამოვნებას იღებ, როცა სხვები იმავეს გამო წუწუნებენ? საქმე, რომელიც შენ უფრო ნაკლებად გაწუხებს, ვიდრე სხვებს, არის ის, რომლისთვისაც შექმნილი ხარ.
საუბარია ისეთ საქმეზე, რომელიც ისე გიტაცებს, რომ თითქოს დანარჩენი სამყარო არსებობას წყვეტს.
ადამიანები გამუდმებით ვადარებთ თავს გარშემო მყოფთ და როდესაც უპირატესობას ვგრძნობთ, კმაყოფილებასაც განვიცდით. როცა რაიმე გაცილებით უფრო ადვილად გამოგვდის, ვიდრე სხვას, ეს, როგორც წესი, მისი კეთების მეტ მოტივაციასაც გვაძლევს.
წამით დაივიწყეთ რას გასწავლიან. ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, რასაც საზოგადოება გეუბნებათ. დაივიწყეთ, რას მოელიან თქვენგან. ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და დაუსვით კითხვა: „რა გამომდის ბუნებრივად? როდის ვგრძნობ ენერგიის მოზღვავებას? როდის ვგრძნობ, რომ რეალურად ის ვარ, ვინც ვარ?“ პასუხების დროს თავი შეიკავეთ საკუთარი თავის შეფასების ან სხვებისთვის თავის მოწონებისაგან. არანაირი ჭოჭმანი და თვითკრიტიკა, მხოლოდ საქმით გატაცებასა და მისით მიღებულ სიამოვნებზე იფიქრეთ. ყოველთვის, როცა გრძნობთ ავთენტურობას და იმას, რომ იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ, გამოდის, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ. იმედი მაქვს ეს რჩევები დაგეხმარებათ, თუმცა საბოლოო ჯამში დიდი წარმატების მიღწევა, ალბათ მაინც ერთდროულად არის დამოკიდებული _ შრომაზეც, ნიჭზეც და იღბალზეც. გისურვებთ ცხოვრებაში საკუთარი საქმიანობისა და ადგილის პოვნას, ბედნიერებასა და იღბალს. ასევე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ იღბალი, როგორც წესი ყველაზე ხშირად სწორად შრომისმოყვარე ხალხს სტუმრობს ხოლმე.
ფიქრია ჭალიძე მასალა მომზადებულია ჯეიმს ქლიერის წიგნის, "ატომური ჩვევების" მიხედვით
მხოლოდ სიყვარული არასოდესაა საკმარისი
ნინიკო გომარელი: „არ არსებობს სპორტსმენისთვის მარტივი გზა“
| |
|
Всего комментариев: 0 | |