Главная » 2015 » დეკემბერი » 5 » მსოფლიოში წარმატებული ოროსნები და ხულიგნები
15:26
მსოფლიოში წარმატებული ოროსნები და ხულიგნები

საიდუმლო არაა, რომ ყველა წარმატებული ადამიანი სკოლაში კარგი ყოფა-ქცევითა და წარმატებული ნიშნებით არ გამოირჩეოდა, თუმცა ამათგან რამდენიმე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ისინი სკოლიდან გამოაგდეს. მიუხედავად ამისა, წარუმატებლები მაინც არ გამხდარან, არამედ პირიქით... მათი სახელები დღეს ყველასთვის ცნობილია .ესენი არიან: ალბერტ აინშტაინი, სალვადორ დალი, სილვესტერ სტალონე, ჰარისონ ფორდი და სხვა ბევრი. 


ალბერტ აინშტაინმა გიმნაზია ვერ დაამთავრა, მაგრამ სამაგიეროდ ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო. 

                                                                          


ცნობილი მხატვარი, სალვადორ დალი 15 წლის ასაკში სასულიერო სკოლიდან უხამსი ყოფა-ქცევის გამო გამოაგდეს. მიუხედავად ამისა, ესპანელი გენია ბავშვობიდანვე ახდენდა საკუთარი წარმატებების დემონსტრირებას მხატვრობაში. 

                                       


ბერძენი მილიარდერი არისტოტელე ონასისი სკოლიდან,  ასევე, ბევრჯერ გამოაგდეს. ერთხელ მას სწავლის ადგილის შეცვლა იმის გამო მოუწია, რომ  ინგლისური ენის ახალგაზრდა პედაგოგს უჩქმიტა. მომავალი მილიარდერი მუდმივად აცდენდა გაკვეთილებს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გამხდარიყო. 

                                                    


მოზარდობაში სამაგალითო ყოფა-ქცევით ბავშვობასა და მოზარდობაში არც ჰოლივუდის მსახიობი სილვესტერ სტალონე გამოირჩეოდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მას დაახლოებით 10 სასწავლო დაწესებულება შეეცვალა. ბოლოს და ბოლოს ის რთულად აღსაზრდელი მოზარდების სკოლაში გაამწესეს. 

                                                     


მუსიკოსები, როგორც წესი, სწავლის პერიოდში განსაკუთრებული მავნებლობით არ გამოირჩევიან, თუმცა ავრილ ლავინი გამონაკლისი აღმოჩნდა. მომღერალი უპირატესობას სპორტს ანიჭებდა, ის 10 წლის ასაკში  ჰოკეის გუნდში მიიღეს. მას ჩხუბისა და გაკვეთილების გაცდენის გამო სამჯერ მოუწია სკოლის შეცვლა. 

                                                


ჰარისონ  ფორდმა ბევრი როლი ითამაშა სკოლის თეატრში, თუმცა ის მოუსწრებლობის გამო, სასწავლო დაწესებულებიდან მაინც გამორიცხეს.  

 

Категория: ცნობილი ადამიანები | Просмотров: 2291 | Добавил: popularsge | Теги: მსოფლიოში წარმატებული ოროსნები და ხ | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar