Главная » 2015 » დეკემბერი » 24 » ხის დარგვა ზამთარშიც შეიძლება
15:15
ხის დარგვა ზამთარშიც შეიძლება

ბევრი ფიქრობს, რომ ხეხილის დარგვა მხოლოდ გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეიძლება, მაგრამ ასე არ არის. ზამთარში დარგული მცენარეები არანაკლებ ხარობენ.  ამ დროს დარგული ნერგი მჭიდრო "კონტაქტს ამყარებს" ნიადაგთან და გაზაფხულის დადგომასთამ ერთად აქტიურ ვეგეტაციას იწყებს. 


მაშ ასე, ათვალწუნებულ ხეებს რომ ამოძირკვავთ, ორმო ნაკელშერეული ახალი მიწით შეავსეთ და დააცადეთ, რომ კარგად დაჯდეს. შემდეგ ამოთხარეთ 50 სმ სიღრმისა და 100 სმ სიგრძის ორმო, წინასწარ დასარგავად მომზადებული ნერგი ისე მოათავსეთ მასში, რომ ნამყენი ადგილი მიწის ზემოთ დარჩეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, ამოთხრილი მიწის ერთი ნაწილი უკან უნდა ჩაყაროთ. დარგვამდე ორმოში მიწა კონუსისებურად მოაგროვეთ და ფესვები ზედ გადაანაწილეთ, შემდეგ დააყარეთ მიწა და კარგად მიუტკეპნეთ. ღრმად დამუშავებული ნიადაგი ხელს შეუწყობს ფესვთა სისტემის კარგად განვითარებას და, შესაბამისად, ნერგის გახარებას. 


გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესოა 2-წლიანი ნერგი.   

 

Категория: აგარაკი | Просмотров: 2175 | Добавил: popularsge | Теги: ხის დარგვა, მებაღეობა | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar