Главная » 2016 » ოქტომბერი » 18 » ილია მეორემ მშობლებს ახალი ლოცვა ასწავლა: "ნახავთ, სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ"
10:53
ილია მეორემ მშობლებს ახალი ლოცვა ასწავლა: "ნახავთ, სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ"

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო აადაგებისას მრევს მშობლებისთვის დაწერილი ახალი ლოცვა წაუკითხა. პატრიარქმა დალოცვის წესიც განმარტა და მშობლებს მოუწოდა, რომ ლოცვისთვის უნდა მოემზადონ.

” ჩვენ შევადგინეთ ტექსტი და ასეთი წესი იქნება. ბავშვს ან შვილს დააყენებთ მუხლებზე იმ ხატის წინაშე, რომლითაც ლოცავთ. ორივე ხელს დაადებთ თავზე და წაიკითხავთ ამ ლოცვას. ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ.

აი, ამიტომ თქვენ დიდი ყურადღებით უნდა მოიქცეთ. თქვენ უნდა მოემზადოთ, სანამ დალოცავთ შვილს, მშობლები უნდა მოემზადონ.

მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ცხოვრებაში ერთი დალოცვა იქნება, ერთხელ მხოლოდ, ამიტომ დღეს შევთხოვოთ უფალს, რომ ძალა ერსა თვისსა მოსცეს, აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბიბლიაში წერია, ერთ-ერთი მცნება: პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.

ბედნიერება მოგანიჭოთ თქვენ უფალმა და მთელს საქართველოს, ყოველ ქართველს რომელიც უცხოეთში და ყველას მკვიდრთა საქართველოსათა”, – ბრძანა პატრიარქმა.

“ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალი ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარო სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა.

ჰოი, უფლო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი სულიერი და ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა.

ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!” – ბრძანა პატრიარქმა.

 

წყარო: mshoblebi.ge

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

ნუკა კვალიაშვილი ქმარს დაშორდა

ეკა კვალიაშვილის შვილი ქმარს დაშორდა. „ოფიციალურად ვაცხადებ ჩემს სტატუსს რომ: Divorced. რატო თქვენი საქმე არ არის. რაც ხდება ტყუილად არ ხდება. ბოლო ...

 

 

კესარია აბრამიძე თავის ახალ ბიჭთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძე თავის ახალ ბიჭთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. კომენტარებში კი უწერენ, რომ "ეგ ბიჭია ძალიან ბედნიერია, ასეთი სილამაზე რომ ჰყავს"... 

 

 

 

ინდირა ჯგერნაიამ 14 კაცის თანდასწრებით იმშობიარა

ახალგაზრდა მომღერალს ბიჭი შეეძინა, როგორც თავად აკონკრეტებს საყვარელი მამაკაცისაგან, რომელთანაც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება. მის მშობიარობა 14 ადამიანი დაესწრო და 16 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა...

 

 

 

ყველაზე ორიგინალური ხუმრობა ხალხისთვის

მართალია, გაჩერებაზე დგომა და ტრანსპორტის ლოდინი მოსაწყენია, მაგრამ ამ ხუმრობის ავტორებმა... 

 

დედები და მამები, როგორი სხვადასხვანაირები არიან (ფოტოები)

ჩვენი ჟურნალი გთავაზობთ დედებისა და მამების საინტერესო და სახალისო ფოტოებს. ვფიქრობ, მისი ...

 

მარიამ გეგუჩაძის ლამაზი ქვედა ბოლო

ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანი შვილმა საკატრ ინსტაგრამზე ქვედა ბოლოს სურათი გამოაქვეყნა. ფოტოს ბევრი მოწონება ერგო...

 

 

 

როგორ იცვამენ საზღვარგარეთ გოგოები

გთავაზობთ ფოტოებს თუ როგორ იცვამენ საზღვარგარეთ გოგოები შემოდგომაზე _ პალტოს ნიმუშები Instagram-იდან.  აქ არის თავმოყრილი ისეთი სამოსის ფოტოები, რომელიც ჩვენს ამინდებსაც შეეფერება... 

 

 



 

 

 

დააკვირდით, რას ხატავს თქვენი პატარა და მიხვდებით მის პრობლემებს

ბავშვის ნახატმა შესაძლოა მრავალ საიდუმლოს ახადოს ფარდა. მოამარაგეთ თქვენი პატარა ფურცლებითა და ფერადი ფანქრებით და სთხოვეთ, ოჯახის წევრები დახატოს... 

 

 

ხასიათის დადგენა კალიგრაფიით

 გთავაზობთ საინტერესო ტესტს. გადაამოწმეთ თქვენი კალიგრაფია, რამდენად შეესაბამება ის თქვენს ხასიათს... 

 

 

ვის გვერდით ცხოვრობთ?!

ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ პარტნიორის შერჩევაში შეცდომა დაუშვით და ფიქრობთ, დროა, გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგათ? იქნებ, უბრალოდ ერთმანეთი მოგწყინდათ? გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებს და... 

 

რამდენად მოლაყბე ხართ?

საიდუმლოს შენახვის უნარს ყველგან აფასებენ _ სამუშაოზეც, მეგობართა წრეშიც და სახლშიც. მაგრამ...

Категория: რჩევები | Просмотров: 2068 | Добавил: popularsge | Теги: რელიგია | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar