19:43 ბიჭი გამოვიდა კომიდან, დედისკენ მობრუნდა და უთხრა: „დედა, მე შენი ორი სხვა შვილი ვნახე“/ ვიდეო | |
ავარიისას ლენდონ უიტლი 8 წლის იყო. ეს ამბავი მოხდა 1997 წლის ოქტომბერში. ექიმების თქმით, ის სამჯერ მოკვდა: პირველად ავარიის ადგილზე, მეორედ _ სასწრაფოს მანქამაში და მესამედ _ საავადმყოფოში. ყოველ ჯერზე მედიკები მის მობრუნებას ახერხებდნენ , მაგრამ მანამ სანამ ის საბოლოოდ გამოფხიზლდებოდა, უიტლიმ თქვა, რომ იმქვეყნიური ცხოვრება ნახა, უფრო კონკრეტულად კი „ოქროს კარიბჭე“, იესო, ანგელოზები და მისი გარდაცვლილი ოჯახის წევრები. ქვემოთ ნაჩვენებ სიუჟეტში უიტლის დედამ, ჯული კემპმა გაიხსენა მომენტი, როდესაც ის ცდილობდა, თავისი 8 წლის შვილისთვის მისი მამის სიკვდილის შესახებ შეეტყობინებინა, პატარას ჰკითხა: „ლენდონ,იცი სადაა მამაშენი?“ ბიჭმა უპასუხა: „კი, ვიცი. მე ის ვნახე ზეცაში“. შემდეგ ვაჟმა კიდევ უფრო გასაკვირი რამ განუცხადა დედას. ბიჭის ნაამბობის მიხედვით, იუტლიმ ისინი ინსტიქტურად მიიღო და-ძმებად. „მე ვიცოდი, რომ ისინი ჩემი ღვიძლი ძმები იყვნენ, მიუხედავ იმისა, რომ მათ შესახებ ჩემთვის არასდროს არავის არაფერი უთქვამს. უბრალოდ, ზეცაში ყოფნისას, თქვენ თქვენს თავზე ყველაფერი იცით“, _ ახსნა მან. ავარიის შედეგად უიტლის ახლა 23 ლითონის ფირფიტა აქვს თავში და ვერ ხედავს მარცხენა თვალით. მას იმედი აქვს, რომ საკუთარი გამოცდლება სხვა ხალხსაც დაეხმარება რწმენაში. „მე უბრალოდ მინდა, რომ ხალხმა გაიგოს, იესო რეალურია, სამოთხე არსებობს, ანგელოზები არსებობენ და თუ ბიბლიას მივყვებით, ცხოვრება უკეთესი გახდება“, _ თქვა ლენდონმა.
თარგმნა ფიქრია ჭალიძემ
| |
|
Всего комментариев: 0 | |