Главная » 2016 » ოქტომბერი » 24 » 90 წლის მოგზაური ლენა ბებო, რომელმაც ნახევარი მსოფლიო შემოიარა
17:19
90 წლის მოგზაური ლენა ბებო, რომელმაც ნახევარი მსოფლიო შემოიარა

ამბობენ, რომ 50-ის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება, სწორედ ეს დაამტკიცა ბებია ლენამ, რომელმაც უკვე ნახევარი მსოფლიო დაათვალიერა და არ აპირებს ამაზე გაჩერებას. დიდი ზურგჩანთა და ზღვა პოზიტივი თანახლავს ყველგან _ ვიეტნამიდან გერმანიამდე.

აი, მისი ისტორიაც:

ბებია ლენა რუსეთიდან, უფრო კონკრეტულად კი კრასნოდარიდანაა. ის 90 წლისაა და უკვე 7 წელია, რაც აქტიურად მოგზაურობს. მაგალითად, 89 წლის ასაკში ვიეტნამი მან მარტომ მოინახულა. 



 

იმისთვის რომ წელიწადში ორჯერ იმოგზაუროს, იგი პენსიას აგროვებს და გარდა ამისა, ყიდის ყვავილებს, რომლებსაც სახლში თვითონ ზრდის. მოგზაურობის დაწყებამდე კი, წელიწადში ორჯერ მიდის ექიმებთან, ესინჯება და მკურნალობს.  

ერთ-ერთი მოგზაურობისას მან გაიცნო ქალი, რომელმაც თავისთან გერმანიაში დაპატიჟა. ბებია ლენაც მომდევნო წელს მასთან გაფრინდა, ხოლო უკვე იქიდან ისინი ერთად გაემგზავრნენ ჩეხეთში. 



ზურგჩანთა, რომელიც სულ თან დააქვს და მასში თავმოყრილი აქვს ყველა აუცილებელი ნივთი, საკმაოდ მძიმეა, მაგრამ მას აბსოლუტურად ყველგან ხვდება ხალხი, რომელიც ეხმარება.



 

როდესაც ბებიას ჰკითხეს, ბაიკით ხომ არ გაისეირნებდა, ის ერთი წამითაც არ დაფიქრებულა, ისე დათანხმდა. კითხვაზე, ხომ არ ეშინია, მან უპასუხა: „ყველაფერი სუპერ კარგადაა!“



 

ბებია ლენას აქვს ოცნება: მას სურს, რომ იტალიასა და ისრაელში გაფრინდეს.

ის ნამდვილი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იყო სიცოცხლით სავსე, ოპტიმისტური და პოზიტიური ადამიანი. 



 

გთავაზობთ ბებია ლენას რჩევევბს. იგი მან მოგზაურობის დროს ერთ-ერთ შემხვედრ პირს, ეკატერინე პაპინას მისცა, რომლისგანაც შემდეგ გახდა ცნობილი ასეთი ბებოს არსებობის შესახებ:  

  1. გააჩინეთ მეორე ბავშვი. ერთი ბავშვი _ ეს საქმე არაა!
  2. იოცნებეთ. თუ ვოცნებობ, ყოველთვის ყველაფერი მიხდება!
  3. არასოდეს მოითმინოთ ის, რისგანაც ცუდად ხართ.
  4. არაფრის გეშინოდეთ, თავგადასავლები პოულობენ მამაცებს.
  5. იმოგზაურეთ.
  6. ყველგან არიან კარგი ადამიანები, რომლებიც ყოველთვის დაგეხმარებიან.
  7. უბრალოდ, იყავით ყველაფრისთვის მადლობლები და მადლიერები. 


მოამზადა ფიქრია ჭალიძემ   

 

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

ნინო ხოშტარიამ და გვანცა დარასელიამ ფაცაციას ორიგინალურად მიულოცეს დაბადების დღე /ვიდეო

ტელესკანდალი! ესპანელმა წამყვანმა ღია ეთერში რესპონდენტს მკერდი მოუშიშვლა /ვიდეო

სიურპრიზი ქორწილში: ეს დღე არ დაავიწყდება არც ერთ იქ მყოფს! /ვიდეო

მსოფლიო ჩემპიონები სიზარმაცეში

ნინი ბადურაშვილის სექსუალური ფოტო ისრაელიდან

ცხოველები, ტანზე გამორჩეული ნიშნებით

ანრი ჯოხაძისა და თიკო გაჩეჩილაძის მრავალჟამიერი

გინდა შენი FACEBOOK-ის პირად კედელზე POPULARS.GE-ს ყველა პოსტი გამოჩნდეს?

       

Категория: პოზიტიური | Просмотров: 2083 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar