21:41 5 საშუალება, როგორ გაარჩიოთ ბრენდი ყალბისგან | |
1. ნაკერის ხარისხი ბრენდების უმეტესობას ნაკერი ხელით უკეთდება ან ძალიან ხარისხიანი ხელის მოწყობილობით, ხოლო ნასვრეტებს სპეციალური სადგისით აკეთებენ. ოსტატის ხელს, რომელიც მას ამზადებს, მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს. ამიტომ, თუ თქვენ მკვეთრად არააკურატული ნაკერი შენიშნეთ, იცოდეთ, რომ მის ორიგინალურობაზე საუბარი უკვე ზედმეტია.
2. დაუმთავრებლობა გახსოვდეთ, ერთი უბრალო ჭეშმარიტება: ნებისმიერი ძვირფასი ჩანთა ცნობილი ბრენდისგან _ დაბანდებაა. და მის მწარმოებელს ეს შესანიშნავად ესმის. ის დაინტერესებულია, რომ მისი ნივთი, რაც შეიძლება დიდხანს ატაროთ, იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული მარკის რეპუტაცია. ხარისხი წვრილმანებშია _ ეს ბრენდების დევიზია. 3. ფურნიტურა ხშირად შეუძლებელია ყიდვის მომენტში ერთმნიშვნელოვნად საგნის მოხმარების ხარისხზე საუბარი. მით უფრო, რომ არსებობს ბრენდების ხარისხიანი ყალბი ნაკეთობებიც. ბრენდები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხარისხიან ფურნიტურას და ხშირად მის ქვეშ თავისი სერიის ნომრებსაც ათავსებენ.
4. მასალები ნებისმიერი ცნობილი მარკა, რომელიც ჩანთებს უშვებს იყენებს მხოლოდ ნაზ ან საშუალო სიუხეშის ტყავს. უხეში და ცუდად გაკეთებული საქონელი, რაღა თქმა უნდა, მის დაბალხარისხიანობას ამტკიცებს. ჩანთიდან უნდა მოდიოდის ტყავის სასიამოვნო სუნი, ხელის მოკიდებისას არ უნდა იყოს წებოვანივით.
5. წარმოება და ბრენდი შეძენამდე შედით ბრენდის საიტზე და ყურადღებით დააკვირდით ლოგოტიპს. მასზე არ უნდა იყოს არანაირი უზუსტობა, განსაკუთრებით უხეში და შეუთავსებელი ზომის ნაწერი. მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:
ფრთხილად, ახალი ვირუსის ეპიდემია! მშობლებო, თქვენ ეს უნდა იცოდეთ ფოტოგრაფი, რომელმაც დიასახლისები დედოფლებს დაამსგავსა! 10 ამოცანა, რომელიც შეუძლია გამოიცნოს მხოლოდ ნამდვილმა ან მომავალმა მილიონერმა! აი, რატომ აცვიათ ქირურგებს ცისფერი ან მწვანე ფერის ხალათები და არა თეთრი | |
|
Всего комментариев: 0 | |