Главная » 2016 » ნოემბერი » 22 » 10 მამაკაცის საქციელი, რომელიც ყვირის, რომ უყვარხართ
12:51
10 მამაკაცის საქციელი, რომელიც ყვირის, რომ უყვარხართ

საიდუმლო არაა, რომ მამაკაცები თავის გრძნობას აბსოლუტურად განსახვავებულად ავლენენ, ვიდრე ქალები. მათთვის უფრო იოლია არ ილაპარაკონ და თავისი სიყვარული გარკვეული საქციელით გამოხატონ. აი, გაიხსენეთ, ყოფილა თქვენს ცხოვრებაში შემთხვევა, როდესაც პარტნიორის გამოხედვაში ხედავდით სიტყვებს „მე შენ მიყვარხარ“, მაგრამ ამასთან ის ამას ხმამაღლა არ გეუბნებოდათ? შეგეძლოს გრძნობის სიტყვების გარეშე გადმოცემა _ ეს ხელოვნებაა, რომელსაც ბევრი მამაკაცი ფლობს. აი, 10 საქციელი, რომელიც მის სიყვარულზე გიყვებათ. 

1.    საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხელზე ხელს გკიდებთ. 

საუბარია არა მარტო ხელი-ხელ ჩაკიდებულ სეირნობაზე, არამედ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ერთად კვეთთ გზას ან აღმოჩნდებით ხალხის დიდ ნაკადში, სადაც მამაკაცი უნებლიეთ იწყებს თქვენს დაცვას და ახლოს მიგიზიდავთ თავისთან. 


2.    გრძელი უცნაური კოცნები

საუბარია ისეთ კოცნებზე, რომლებიც შთაგაგონებთ ახალ სიცოცხლეს! მამაკაცი თავისი ვნებითა და სურვილებით გაჩვენებთ თუ რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის. ასეთი კოცნები კიდევ იმაზე მიანიშნებს, რომ ის ნამდვილად განიცდის თქვენს მიმართ ძლიერ ლტოლვას. ეს არც ისე ნაკლებად მნიშვნელოვანია!


3.    მას მოსმენა შეუძლია

ურთიერთობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა ხომ უნდა იცოდნენ, რომ ისინი ყოველთვის აღმოუჩენენ ერთმანეთს გვერდში დგომას. თუ ხედავთ, რომ თქვენი პატნიორი ნამდვილად ყურადღებითა და ინტერესით გისმენთ რას ამბობთ, ეს კარგის ნიშანია!


4.    თქვენზე საუბრობს სიყვარულითა და თრთოლვით

ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც მამაკაცი ნაზად წარუდგენს თავის შეყვარებულს ახალ ნაცნობებს ან უბრალოდ, როცა მისი იქ ყოფნისას მასზე სიყვარულით საუბრობს. ეს მისი გულწრფელი გრძნობის ნამდვილი ნიშანია. 


5.    მზერას თქვენზე აჩერებს



თუ შენიშნეთ, რომ მამაკაცი დიდხანს გიყურებთ, თქვენით ტკბება და გაკვირდებათ, ესე იგი ნამდვილად ძვიფასი ხართ მისი გულისთვის. 


6.    სპონტანური შეხებები

ეს ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს: მოკლე კოცნა, მოულოდნელი ჩახუტება, კოცნა მაღლიდან, მასაჟი... ყველაფერი ეს იმის მანიშნებელია, რომ მას თქვენი შეხება და თავისი გრძნობის გამოხატვა უნდა. 


7.    იღიმება, როდესაც მოშორებით გხედავთ

ეს იმაზე საუბრობს, რომ წინასწარ ტკბება თქვენთან შეხვედრით, რომ მოენატრეთ, მიუხედავად იმისა,  ამას აცნობიერებს თუ არა თავად. ასეთი თბილი და გულწრფელი ღიმილი მისი თქვენდამი გრძნობის დემონსტრირებას ახდენს.


8.    გაქებთ



უმიზეზოდ გჩუქნით ყვავილებს, შოკოლადებს და საერთოდ, სასიამოვნო წვრილმანებს, რომლებიც ყურადღების ნიშნებია. იფიქრებთ, ჩვეულებრივი საქმეა, მაგრამ ეს ხომ ქალს იმას შეახსენებს, რომ პარტნიორისთვის სულერთი არაა. 


9.    ხელზე გკოცნით

ეს მართლაც ამაღელვებელი ჟესტია, რომლისგანაც ქალებს არც ისე იშვიათად ტანში ჟრუანტელი უვლით. კაცებისთვის ასეთი კოცნა გათვითცნობიერებულ დონეზე ბევრს ნიშნავს. ეს არ არის ხელზე კოცნა მისალმებისთვის _ არა. ეს მღელვარე შეხებაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. 


10.    დიდი ხნით გეხუტებათ



დამშვიდობებისას მოკლე დროით ჩახუტება, ნორმალურია, მაგრამ პირიქით, თქვენზე შეყვარებული მამაკაცი ძლიერად გიხუტებთ და არ სურს თქვენი გაშვება. ეს მის გრძნობებსა და სურვილზე გიამბობთ.

 
თუ გიდათ გაიგოთ რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის, ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ წვრილმანს და ყურადღების ნიშნებს. განცვიფრდებით, როდესაც მიხვდებით, რამდენად მზრუნველები არიან ხოლმე კაცები!

 

მოამზადა ფიქრია ჭალიძემ

 



                                               



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 

ფრთხილად, ახალი ვირუსის ეპიდემია! მშობლებო, თქვენ ეს უნდა იცოდეთ

ფოტოგრაფი, რომელმაც დიასახლისები დედოფლებს დაამსგავსა!

10 ამოცანა, რომელიც შეუძლია გამოიცნოს მხოლოდ ნამდვილმა ან მომავალმა მილიონერმა!

აი, რატომ აცვიათ ქირურგებს ცისფერი ან მწვანე ფერის ხალათები და არა თეთრი

10 ფოტო, რომელშიც თავის თავს ყველა მშობელი ამოიცნობს

5 კომპონენტი, რომელიც თქვენს შამპუნში არ უნდა იყოს თუ გინდათ, რომ ჯანმრთელები იყოთ

5 საშუალება, როგორ გაარჩიოთ ბრენდი ყალბისგან

Категория: რჩევები | Просмотров: 2743 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar