21:31 ცხოვრების 10 წესი | |
1_ ყველას ყველაფერს ნუ ეტყვი, ნუ დაიწყებ ჭკუის სწავლებას, ნუ ეწევი პროპაგანდას, ნუ ცდილობ სხვების გარდაქმნას, ნუ მიმართავ მოწოდებით _ არც კი ახსენო რას აპირებ. შეიძლება მოგინდეს, გაუზიარო სხვებს, რასაც აკეთებ, გეგმავ, მაგრამ ამის გაკეთება არ არის საჭირო. ჩვენ ყველას გვძაგს ადამიანი, რომელიც ჭკუას გვასწავლის. ეს ცოტათი იმას ჰგავს, მოწევას თავს დაანებებ, ჯანსაღი ცხოვრების წესს იპოვი და ყველა ძველი მეგობრის დარწმუნებას დაიწყებ, რომ იგივე მოიმოქმედონ. ისინი კი მზად არ არიან სიგარეტის გადასაგდებად და აღმოაჩენ, რომ მათ არ მოსწონთ შენი „ქადაგება“, შესაძლოა თავმომწონე ან თვითკმაყოფილიც კი გიწოდონ. როდესაც სხვები შეგეკითხებიან, როგორ მოახერხე ან რას აკეთებ, არ არის საჭირო დეტალებში შესვლა. რადგან ეს ნამდვილად არ არის ის, რისი მოსმენაც ადამიანებს უნდათ. ეს ცოტათი ჰგავს სიტუაციას, როცა ვინმე გეკითხება: „როგორ ხარ?“ რისი მოსმენაც შეკითხვის ავტორს ნამდვილად სურს, არის მხოლოდ ერთი სიტყვა: „კარგად“. მაშინაც კი, თუ სასოწარკვეთილების პიკზე ხარ, მათ მხოლოდ ეს უნდათ მოისმინონ, რადგან ყველაფერი მეტი მოითხოვს მათი მხრიდან თანაგრძნობას, ერთგულებას. ჰოდა ჩვევად ქცეულ შეკითხვაზე _ „როგორ ხარ?“ _ მათ, რა თქმა უნდა, არ სურთ სხვა პასუხის მოსმენა. რაც მათ უნდათ, არის, უბრალოდ, _ „კარგად“, და შემდეგ შეუძლიათ მშვიდად მიუბრუნდნენ საკუთარ საქმიანობას, რაიმე შემდგომი ჩარევის გარეშე.
2_ სიბრძნე ის კი არ არის, რომ შეცდომები არ დავუშვათ, არამედ ისაა, რომ ვისწავლოთ მათი გამოსწორება და ამ პროცესიდან ღირსეულად და ჭკვიანურად გამოვიდეთ. უკან რომ ვიხედებით, ყოველთვის ვხედავთ ჩვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ ვერ ვხედავთ იმ ახალ შეცდომებს, რომლებიც ჰორიზონტზე იკვეთება. რაც უფრო გვემატება წლები, მით მეტი სფერო გვაქვს მოცული, მით მეტი ახალი გზა გვაქვს შესასწავლი და შესაბამისად მეტ შეცდომას ვუშვებთ. ყოველთვის გამოჩნდება ახალი სფეროები, რომლებშიც არ გვაქვს გამოცდილება, სახელმძღვანელო მითითებები და სადაც ცუდად ვუმკლავდებით პრობლემებს, მწვავე რეაგირებას ვახდენთ, ვიღებთ არასწორ გადაწყვეტილებას. წლების მატებასთან ერთად ბრძენები არ ვხდებით, მთავარია, არ გავიმეოროთ ჩადენილი შეცდომები. შესაბამისად, იყავი კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ, როცა რამეს გააფუჭებ. იყავი მიმტევებელი და შეეგუე, რომ ეს ყველაფერი ასაკის მატების ნაწილია.
3_ მიიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. მიიღე შენი ყველა ნაკლი, ემოციური დარტყმები, ტრამვები, არასასიამოვნო მომენტები, სისუსტეები და სხვა ამგვარი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბოლომდე კმაყოფილი იყო შენი თავით. უბრალოდ, ჩვენ არ შეგვიძლია წარსულში დავბრუნდეთ და შევცვლოთ ის. თუკი ვერ შევძლებთ არსებული სიტუაციის, საკუთარი თავის, როგორიც არის ისე მიღებას, მის შეცვლას მით უფრო ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ _ რთულები, სავსე სხვადასხვა სურვილებით, ტანჯვით, ცოდვებით, შეცდომებით, ცუდი ხასიათით, უხეშობით, მერყეობით, ხანდახან მეწვრილმანეობით და ასე შემდეგ. სწორედ ეს ხდის ადამიანს ასე მშვენიერს _ სირთულე. ვერცერთი ჩვენგანი ვერასოდეს იქნება სრულყოფილი. ჩვენ მხოლოდ არსებულის მიღებით და სწორი არჩევანის გაკეთებით შეგვიძლია რეალობის უკეთესობით შეცვლა. შეწყვიტე საკუთარ თავში ნაკლოვანებების ძებნა ან საკუთარი თავისათვის უსიამოვნებების მიყენება. ნაცვლად ამისა, მიიღე ის, რომ შენ ხარ ის, ვინც და როგორიც ხარ. ამ მომენტისათვის მაქსიმუმს აკეთებ რაც შეგიძლია. ასე რომ თავს შემოუძახე და გზა გააგრძელე. 4_ განსაზღვრე, რას გინდა, რომ მიუძღვნა შენი ცხოვრება იმისათვის, რომ იცოდე, რა არის მნიშვნელოვანი და არა, უნდა იცოდე, რას უძღვნი შენს ცხოვრებას. ეს ზედმიწევნით პირადი არჩევანია. უნდა გათავისუფლდე წარსული უარყოფითი ზემოქმედებისაგან და გადაწყვიტო, ვინ და როგორი გინდა, რომ იყო. რას მიუძღვნი საკუთარ ცხოვრებას და ეს იქნება შენი საზომი, რომლითაც შეძლებ გაზომი: ა) როგორ მოქმედებ, ბ) რას აკეთებ და გ) სად მიდიხარ. არ არის საჭირო ამის საქვეყნოდ ყვირილი ან ამაზე ბევრი ლაპარაკი (წესი 1), მაგრამ აუცილებლად გადაწყვიტე. ეს სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარება. 5_ არავითარი შიში, მოულოდნელობა, ყოყმანი, ეჭვი ქვემოთ მოცემული ოთხი პუნქტი წარმატებული ცხოვრებისა და ხმლის ფლობაში დასახელოვნებლად მეჩვიდმეტე საუკუნის სამურაის მეომრისგანაა:
ზოგჯერ ცხოვრებაში არასწორ გზას ვადგავართ, ხშირად საუკეთესო მოტივებით. შესაძლოა არ ვიცით, რომ ეს არასწორი გზაა, სანამ არ გამოვცდით. არაფერია სასირცხვილო იმის აღიარებაში, რომ ესა თუ ის განზრახვა არ მიგვიყვანს იქამდე, სადაც მივდივართ. ეს არ არის დანებება, ეს გამბედაობაა. დანებებაა, როცა არ გინდა ზედმეტი ძალისხმევა, შრომა, გეშინია წარუმატებლობის. ხოლო, როცა ხვდები, რომ ეს ის არ არის, რაც შენია და უბრუნდები საკუთარ გზას, მაშინ ეხ მხოლოდ გამბედაობაა. 7_ ნუ მიეჯაჭვები წარსულს როგორიც არ უნდა ყოფილიყო წარსული, ის უკვე წავიდა და მას ვეღარ შეცვლი. ამიტომ ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინო ახლანდელზე. მუდმივად წარსულით ცხოვრებით საკუთარ თავს მხოლოდ დააზიანებ. ამის ნაცვლად აღიარე მოცემული სიტუაცია, როგორიც არ უნდა იყოს ის და მაქსიმალურად ეცადე შეცვალო უკეთესობისკენ (და თუკი წარსულში შეცდომა დაუშვი და ვერ პატიობ თავს, მსგავსი აღარ გაიმეორო). იცხოვრე აქ, ახლა და მოცემული მომენტით. 8_ ვერასდროს მიხვდები ყველაფერს. ჩვენ ერთი ბეწო რთული ადამიანები ვართ უზარმაზარ რთულ დედამიწაზე (და კიდევ უფრო დიდ სამყაროში). ეს ყველაფერი იმდენად უცნაურია, რომ დამიჯერე, არასოდეს გვეცოდინება ყველაფერი. შენს ირგვლივ ყოველთვის მოხდება ისეთი რამ, რაც შენი გაგების მიღმა იქნება. თუ მთელ შენს დროს მომხდარის ახსნის მცდელობაში გაატარებ, უბრალოდ, შეიძლება გაგიჟდე. ბევრად უკეთესია მივიღოთ ის, რომ ყოველთვის არსებობს რაღაცა, რასაც ვერ გავიგებთ, ვერ მივხვდებით და ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის. ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაშიც, როგორიცაა _ რატომ ხდება ჩვენს თავს რაღაცეები, რატო ვართ აქ, სად მივდივართ შემდეგ და მსგავსი რამეები. ადამიანები უცნაურად მოიქცევიან, რაღაც მოულოდნელად არასწორად ან სწორად წავა. დასვი კითხვები, იყავი ცნობისმოყვარე, მაგრამ გახსოვდეს, რომ ცხოვრებას ყოველთვის არ აქვს ახსნა. სულიერი სიმშვიდე მოაქვს იმის გაგებას, რომ ყველაფერს ვერასოდეს გაიგებ. ზოგჯერ, უბრალოდ, ასეა. 9_ უნდა იცოდე როდის წახვიდე. ხანდახან უბრალოდ უნდა წახვიდე. ჩვენ ყველას გვძულს დანებება, გვძულს დათმობა. გვიყვარს ცხოვრებისეული გამოწვევები და გვინდა გავაგრძელოთ მანამ, სანამ ის, რაზე „გამარჯვებასაც“ ვცდილობთ, არ იქნება დაძლეული. მაგრამ ზოგჯერ ეს, უბრალოდ, არ მოხდება და უნდა ვისწავლოთ ასეთი მომენტების ამოცნობა. ან თუკი ურთიერთობა „მოკვდა“, ყოველ ხუთ წუთში ნუ შეუმოწმებ პულსს. „მკვდარია“? შეეშვი და წადი! ამით თავს უკეთეს პერსპექტივას მისცემ.
10_ იპოვე ახალი წესები როგორც კი გაიფიქრებ, რომ ყველფერში გაერკვიე, უმალ ძირს დაენაცრხები. უნდა გააგრძელო წინსვლა, განვითარება, მუდმივად უნდა აყალიბო საკუთარი წესები, რათა შეძლო მშვიდად, ბედნიერად და ნაყოფიერად ცხოვრება. მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ
| |
|
| |
| Всего комментариев: 0 | |




