10:24  როგორ ვისწავლოთ სწრაფად, ადვილად და ისე, რომ დიდხანს გაგვყვეს მიღებული ცოდნა? | |
 გერმანელ ფსიქოლოგს, ჰერმან ებინგჰაუსს მიაჩნდა, რომ „გამეორების გარეშე ადამიანი უკვე რამდენიმე დღეში კარგავს მიღებული ინფორმაციის დააახლოებით 80%–ს“. და მართლაც, დღეს ყველაფერი გახსოვთ, ხვალ ნახევარი, ხოლო ერთი კვირის შემდეგ შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სიცარიელეა. არსებობს გამოსავალი! _ ეს ინტერვალური გამეორებაა. გადაიმეორეთ ნასწავლი მასალა ხშირად და გარკვეული ინტერვალებით, მაგალითად, ერთი დღის, ერთი კვირის შემდეგ. 
 ასევე ათვისებისთვის ძალიან კარგი მეთოდია სხვისთვის სწავლება. ახლა რომ რომელიმე წიგნის ერთი თავი წაიკითხოთ, იტყვით, რომ ყველაფერი შესანიშანავად გაიგეთ. მაგრამ, რომ გთხოვოთ, მომიყვეთ, აღმოაჩენთ, რომ რაღაც მონაკვეთები ვერ გაიგეთ, რაღაც კარგად აღარ გახსოვთ, რაღაც ეპიზოდები ერთმანეთში აგერიათ. გამოგიცდიათ? ხოლო, როცა იცით, რომ ეს მასალა სხვას უნდა აუხსნათ, ტვინი იძულებულია ინფორმაცია დაალაგოს მკაფიოდ და ლოგიკურად. შესაბამისად, სხვისიც და თქვენი საქმეც კეთდება. 
 
 იმედი მაქვს, ეს მიდგომები დაგეხმარებათ, რადგან ისინი უდაოდ ეფექტურია. 
 პატივისცემით, ფიქრია ჭალიძე, რუსული ენის მასწავლებელი, ჟურნალისტი და ნლპ ქოუჩი 
 
 
 
 
 
 
 
 
  | |
| 
 | |
| Всего комментариев: 0 | |

მინდა გამოვყო შემდეგი მეთოდიც.  ძალიან კარგად და გამორჩეულად გვამახსოვრდება ის, რაც ადამიანში ემოციებს იწვევს, _ ანუ რამაც აგვატირა, გაგვაცინა, სიბრალული გამოიწვია ჩვენში. სწორად ამიტომ გახლავთ თამაშებით სწავლა ასეთი ეფექტური და პოპულარული. ჯერ კიდევ არისტოტელე ამბობდა, რომ თამაშით უფრო ღმად და კარგად ხდება ათვისება, ვიდრე დასჯით.