ოსკარ უაილდი ინგლისელი მწერალი, დრამატურგი და ხელოვნების თეორეტიკოსი გახლდათ. მან დასცინა წარჩინებულთა წოდებას, მაგრამ რომანში "დორიან გრეის პორტრეტი" უზნეო გართობაც იქადაგა. აქვს ზღაპრები ("ბედნიერი პრინცი" და სხვა).  
 
*** 
ხელოვანი შემოქმედია მშვენიერის.  
*** 
ვინც ლამაზ ნაწარმოებში ცუდ აზრებს ეძებს, თვითონვეა გარყვნილი და მიმზიდველობას მოკლებული. ეს ნაკლია.  
*** 
ვინც მშვენიერ ნაწარმოებში ლამაზ აზრს ეძებს, ჭეშმარიტად კულტურული ადამიანია.  
*** 
ლამაზი ტყუილების თქმა _ აი, მიზანი ჭეშმარიტი ხელოვნებისა.  
*** 
ყველაზე საზიანო ჯანმრთელობისათვის არის ბევრი ფიქრი, ამისაგან შეიძლება მოკვდე, როგორც ყოველი ავადმყოფობისგან.  
*** 
არსებობს სამი სახე დესპოტიზმისა. უპირველესად _ არიან დესპოტები, სხეულზე რომ ხმარობენ ძალადობას. მეორედ _ დესპოტები, სულზედ რომ ბატონობენ და ბოლოს, _ დესპოტები, ერთნაირ ძალადობას რომ ხმარობენ სულზე და სხეულზედ. პირველი დესპოტი არის მონარქი, მეორე _ პაპი, მესამე _ ხალხი.  
*** 
პარადოქსის გზა მიდის ჭეშმარიტებისაკენ.  
*** 
ჩემთვის სილამაზეა სასწაული-სასწაულთაგანი. 
*** 
ადამიანები მეტად ლმობიერნი არიან. ისინი მზად არიან ყველაფერი შეიწყნარონ, გარდა გენიისა.  
*** 
ყველა ქალი ცდილობს მამაკაცი კეთილი მოქმედების გზაზე დააყენოს. მაგრამ როცა მათი კეთილი სურვილის თანახმად კეთილისმოქმედნი ვხდებით, მათ აღარ ვუყვარვართ.  
*** 
ჩვენ ყველანი ორმოებში ვართ, მაგრამ ზოგი ჩვენგანი აქიდან მაინც ჭვრეტს ვარსკვლავიან ცას.  
*** 
გათხოვილი ქალის ერთგულებაზე უმაღლესი არ არის რა. ვერც ერთი ცოლიანი კაცი ვერ ავა ამ სიმაღლეზე.  
*** 
ვის ვუწოდებთ ცინიკოსს? ადამიანს, რომელმაც იცის ყველაფრის ფასი, მაგრამ არაფერს არავითარ ღირებულებას არ აძლევს.  
*** 
რა სამწუხაროა, რომ ჩვენ მეტისმეტად გვიან ვსარგებლობთ ცხოვრებისგან მოცემული გაკვეთილებით.  
*** 
არაფერი არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უმისობა მამაკაცში. 
*** 
ქალებს ჩვენ ვუყვარვართ ჩვენი ნაკლოვანებების გამო. 
*** 
რომანის მთავარი გმირის დახასიათება გამართლდება ხოლმე არა გარეშე პირებთან მიმსგავსებით, არამედ მსგავსებით მის ავტორთან. სხვანაირად შეუძლებელია რომანს მხატვრული ეწოდოს.  
*** 
საუბარში ყველაფერს ცოტ-ცოტათი უნდა შევეხოთ და არ გავჩერდეთ რამეზე.  
*** 
მამაკაცს ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალები კი შორსმჭვრეტელნი არიან და სურთ იყონ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი.  
     |