Главная » 2015 » ნოემბერი » 29 » Victoria's Secret-ის "ანგელოზების" სატრფოები: ვის ერგოთ ეს სილამაზე?
19:06
Victoria's Secret-ის "ანგელოზების" სატრფოები: ვის ერგოთ ეს სილამაზე?

Victoria's Secret-ის "ანგელოზები" დიდიხანია, რაც  ქალურობისა და სესქუალურობის ნიმუშებს წარმოადგენენ. ისინი გამოიმუშავებენ მილიონებს, არიან მოთხოვნადები და პოპულარულები. ოდნავ ქვემოთ იხილავთ იმ რამდენიმე ბედნიერი მამაკაცის ფოტოს, რომელთაც ეს სილამაზე ერგოთ. 


ვინ არიან ისინი?


        

         ჯიჯი ჰადიდი



20 წლის ჯიჯი ჰადიდიმ და 26 წლის მუსიკოსმა ჯო ჯონასმა შეხვედრები 2015 წლის გაზაფხულის ბოლოს დაიწყეს. მაშინ პაპარაცებმა ისინი ლოს-ანჯელესის ქუჩებში კოცნის მომენტებში დააფიქსირეს. ჯიჯი თავიდან რომანს კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ ჯონასი მისი მხოლოდ საუკეთესო მეგობარი იყო და ამასთან, ისინი სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ინსტაგრამში ერთობლივი ფოტოების გამოქვეყნებაც დაიწყო. 

        



მათი იდილია დიდი ხნით არ გაგრძელებულა. ისინი დაშორდნენ და მიზეზად სამუშაოს სხვდასხვა გრაფიკი დაასახელეს. მოგვიანებით ითქვა, დაშოდრდნენ იმიტომ, რომ ჯიჯი არ იყო შეყვარებული, ის ჯოს, როგორც მეგობარს, ისე აღიქვამდა. ის იყო ჯონასის ოცნების გოგო და როდესაც შეხვედრებზე დადიოდნენ მუსიკოსმა მისი შევიწროება დაიწყო. ჯო საყვარელი მოდელის მიმართ ზედმეტად ყურადღებიანი იყო, გამუდმებით სწერდა სხვადასხვა შეტყობინებებს და აიძულებდა მას საკონცერტო ტურებზე გაჰყოლოდა. "მისი კარიერა ახლა მწვერვალზე ადის და ის არ აპირებს ამ პროცესის შეფერხებას, დააგდოს ყველაფერი და წავიდეს მასთან გასტროლზე", _ განაცხადა მაშინ მისმა ინსაიდერმა. 

       



ამ ბოლო პერიოდში ლამზმანს ყველაზე ხშირად მრბოლელის, ლუისა ჰამილტონის გარემოცვაში ხედავენ.

       


        

      კენდალ ჯენერი


სუპერმოდელმა კენდელ ჯენერმა 20 წლის ასაკში უკვე შეძლო თავბრუ დაეხვია არაერთი მამაკაცისათვის. 2012 წელს დადიოდა ხმები კენდელისა და ჯულიანა ბრუკსის რომანის შესახებ.  წყვილი ერთად სწავლოდა სკოლაში. 

           



ისინი სოციალურ ქსელებში ერთმანეთისადმი თბილ სტატუსებსა და კომენტარებს დებდნენ და მკვეთრად გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ სიმპათიას. ერთი წლის შემდეგ ახალგზარდა შეყვარებულები დაშორდნენ, მათ ამის შესახებ დღემდე არ გაუკეთებიათ კომენტარი. 

       



კენდელის მეგობრები ვარაუდობდნენ, რომ მას, უბრალოდ, მობეზრდა ბრუსის ღალატები.  უკვე 2013 წლის  ოქტომბერში ის ხვდებოდა ჯგუფ One Direction-ის სოლისტს ჰარი სტაილსომს. მათმა ურთიერთობამ 5 თვე გასტანა. 

       
ახლა პრესა ჯენერისა და ორლანდო ბლუმის რომანს განიხილავს, რომელიც  ასევე victoria's secret-ის მოდელის მირანდა ქერის ყოფილი ქმარია. როგორც ბრიტანული ჟურნალი Grazia იტყობინება, ჯენერი ხელიდან არ უშვებს ტელეფონს და ცდილობს, სულ იყოს ბოიფრენდთან კავშირზე. 

        


       

      ალესანდრა ამბროსიო და ჯეიმი მაზური



34 წლის ბრაზილიელმა ლამაზმანმა ალესანდრა ამბროსიომ მილიონერი ჯეიმი მაზური 2008 წელს გაიცნო. თუმცა წყვილმა შეხვედრები მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაიწყო. 

       



ახლა ისინი ორ შვილს ზრდიან _  გოგონას ანა ლუიზას და ვაჟს _ ნოა ფენიქსას. 

      



ჯეიმი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს ოჯახში, ის ალესანდრასთან ერთად ხშირად დადის სპორ დარბაზში.  

       


 

Категория: ცნობილი ადამიანები | Просмотров: 2226 | Добавил: popularsge | Теги: Victoria's Secret-ის ანგელოზების სა | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar