Главная » 2016 » სექტემბერი » 29 » თქვენი სიცილის მანერა თქვენს შესახებ ჰყვება: 9 სიცილის ტიპი
19:39
თქვენი სიცილის მანერა თქვენს შესახებ ჰყვება: 9 სიცილის ტიპი

ბავშვობაში გვასწავლიან კულტურულ ურთიერთობებს და ამასთან ერთად კულტურულ სიცილსაც. თუმცა მიუხედავად ამისა, თქვენი ხასითის გამოცნობა სიცილით ადვილია.

თუ სიცილის დროს პირზე ხელს იფარებთ _ ესე იგი საკუთარი თავის რწმენა ნაკლებად გაქვთ. ხშირად ყოყმანობთ, უპირატესობას ანიჭებთ ჩრდილში დარჩენას. ჩვენი რჩევაა, საკუთარი თავის ზედმეტი კრიტიკითა და ანალიზით არ გადაამლაშოთ.

თუკი ხშირად სიცილის დროს თავს უკან წევთ _ აშკარად, მიმნდობი ხართ. ხანდახან მოულოდნელ საქციელებს სჩადიხართ, რომლებიც მხოლოდ თქვენი გრძნობებითაა ნაკარნახევი. თუმცა სჯობს, რომ უფრო მეტად გონებას დაუჯეროთ.

თუ თვალებს ჭუტავთ როცა იცინით _ ეს ადასტურებს თქვენს ზომიერ ხასიათს. გაქვთ საკუთარი თავის რწმენა, ასევე გამოირჩევით გონებით. საქმიანი და დაჟინებული ხართ. ხან შეიძლება იმაზე მეტადაც, ვიდრე საჭიროა. ასეთ შემთხვევებში ეცადეთ, თქვენი თავი გვერდიდან დაინახოთ.



თუ სიცილის დროს ხელით ეხებით სახეს ან თავს _  მეოცნებე ხართ. ეს, რა თქმა უნდა, ცუდი არაა, მაგრამ საჭიროა კი ასეთი მცდელობა თქვენი ოცნებების ასასრულებლად, რომლებიც საერთოდ არარეალურებია? მეტი სიფხიზლე და რეალისტური მიდგომა ცხოვრებისეული ორიბლმებისადმი _ ესაა ჩვენი რჩევა.

თუ ცხვირს შეჭმუხნით სიცილისას _  თქვენი გრძნობები და შეხედულებები ხშირად და სწრაფად იცვლებიან. ემოციური ადამიანი ხართ და როგორც ჩანს პრეტენზიულიც. მომენტალურად გეცვლებათ გუნება-განწყობილება, რაც სირთულეს გიქმნით თქვენც და თქვენს ირგვლივმყოფებსაც.

თუ იცინით ხმამაღლა, დაღებული პირით _  მაშინ თქვენ მიეკუთვნებით ტემპერამენტული და ცოცხალი ტიპის ადამიანებს. რომ გამოგეჩინათ ცოტა თავშეკავება, ზომიერება, ხელს ნამდვილად არ შეგიშლიდათ.



თუ თავს ხრით, სანამ წყნარად გაიცინებთ _ ესე იგი გულკეთილი, სინდისიანი, სიტუაციასთან შემგუებელი ადამიანი ხართ. თქვენს გრძნობებსა და საქციელებს ყოველთვის აკონტროლებთ.  

სიცილის დროს თუ ნიკაპს ეხებით _ რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, სრულიად ცხადია, რომ ხასიათში ახალგაზრდული თვისებები შეინარჩუნეთ. ალბათ, ამიტომაცაა რომ ხშირად ბევრი ფიქრის გარეშე  მოქმედებთ.

თქვენ არ გაქვთ გაცინების კონკრეტული მანერა _ აშკარაა, რომ ინდივუდუალური ტიპის ადამიანი ხართ _ ყველაფერში და ყოველთვის პირველ რიგში ხელმძღვანელობთ თქვენი აზრით. თუმცა ეს ბევრს თქვენი გარემოცვიდან ნამდვილად არ მოსწონს.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა მასალებიც:

სასაცილო სტატუსები ჩვენი FACEBOOK-ის გვერდიდან (ნაწ.1)

გოგონები კომპლექსების გარეშე

პატარების იუმორი

8 ნახატი იმისა თუ, როგორ გამოიყურება ცხოვრება 30 წლის შემდეგ!

ალბერტ აინშტაინის კურიოზებიდან

 

Категория: რჩევები | Просмотров: 1753 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar