Главная » 2016 » ნოემბერი » 2 » თინა მახარაძეს მაღაზიაში შეყვარებულის ნაჩუქარი პალტო მოპარეს
12:29
თინა მახარაძეს მაღაზიაში შეყვარებულის ნაჩუქარი პალტო მოპარეს

გულდაწყვეტილმა მსახიობმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

“კურიოზს გავიხსნებდი:
გუშინ, საღამოს, რუსთაველზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ვიღაც უცნობმა კლიენტმა გოგომ, რომელიც მეგობარ გოგოსთან ერთად იყო საყიდლებზე გამოსული, ხელს გააყოლა ჩემი პალტო – გრძელი, რუხი, ახალი, თბილი და ლამაზი ( ზუსტად რა და როგორ მოხდა, არ აღვწერ: მეზარება, ვბრაზდები და სხვების მაგივრად მრცხვენია ).


ამიტომ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო მაღაზიის მომსახურე პერსონალის სულელურ, გაუფრთხილებელ და უპასუხისმგებლო საქციელზე, არც იმაზე, რომ სხვისი ტანსაცმლის მითვისება არ არის კეთილშობილური საქციელი, არც იმაზე, როგორი გაუმართავია უსაფრთხოების სისტემა იმ მოლში, როგორ არასწორად არის განლაგებული კამერები და, ფაქტობრივად, არ ჩანს საჭირო წერტილები, ან თუ ჩანს, მხოლოდ – მქრქალი სილუეტებით, არც იმაზე, რომ პოლიცია არ გამოვიძახე იმიტომ, რომ მთელი იმ დავიდარაბის, რაც განყოფილებაში მრავალგზის გამოცდილ წოწიალსა და იქ საათების განმავლობაში უშედეგოდ გდებას ნიშნავს, აღარც დრო მქონდა და აღარც ნერვები, რადგან ის ნერვებიც, იგივე პროცედურის გავლისას, სრულად დავტოვე აღნიშნულ მაღაზიაში, საწყლად აქ მაინც დავიკნავლებ:


იმის გათვალისწინებით, რომ ის პალტო სულ რაღაც ერთი კვირის წინ მაჩუქა დიმუმ და ძალიან მიყვარდა, რომ ის იშვიათი პალტო იყო, რომელიც მომერგო ( ექსტრა პეტიტს ვიცვამ, რაც ძალიან რთულად იშოვება ) და გარდა ამისა, ერთ-ერთი სერიის ერთ ეპიზოდშიც მეცვა უკვე და მომდევნოშიც ( რომელიც ჯერ არ გადაგვიღია ) აუცილებელად უნდა მეცვას, ლოგიკური განგრძობადობა ( continuity )`რომ არ დაირღვეს, რა კარგი იქნებოდა, ვინმეს წერილი მომსვლოდა ინბოქსში, მე წავიღე შენი პალტო იმიტომ, რომ ბლა ბლა ბლა და აჰა, დაიბრუნე, მე ღმერთი უკეთესს მომცემსო.


თუ ასე არ მოხდება, ვეცდები, რამენაირად ვიპოვო იგივე ზომის იგივე პალტო და წარმატებები ვუსურვო იმ გოგოს, რომელსაც იმედი მაქვს, ისევე მოუხდება ის პალტო, როგორც მე მიხდებოდა, მაგრამ ეჭვი მეპარება”



 

ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

ჯანეტ ქერდიყოშვილის ვარდისფერი ბეწვიანი ნაქსოვი პალტო

ყველაზე უჩვეულო ხელისა და გულის თხოვნა

როგორც ჩანს, მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნეს

ელეგანტური სიბერე: როგორ გამოიყურებიან სიბერეში მოვლილი ქალები

15 ფოტო იმის დამამტკიცებელი, რომ „გული არა ბერდება“

მარიტა როხვაძე ულამაზეს წითელ კაბაში

იდეები პატარა სამზარეულოს მოხერხეულად მოწყობისთვის

90 წლის მოგზაური ლენა ბებო, რომელმაც ნახევარი მსოფლიო შემოიარა

Категория: ცნობილი ადამიანები | Просмотров: 1710 | Добавил: popularsge | Теги: ცნობილი ქართველები | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar