ტბორი თევზიანდება ერთწლიანი ლიფსიტებით, რომელთა წონა 20-25 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს.  
ტბორში გაშვების წინ, პროფილაკტიკის მიზნით, ლიფსიტები უნდა ჩავსვათ 5%-იან მარილხსნარში 5 წუთის განმავლობაში. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 10 და არა უმეტეს 19 გრადუსისა.  
თევზი უნდა გავუშვათ, როგორც კი აუზის წყლის ტემპერატურა 9-10 გრადუსს მიაღწევს.  
თუ ტბორში გათვალისწინებულია ხელოვნური კვება, 1 ჰა-ზე უნდა ჩაისვას 6000 ცალი ლიფსიტა, ხოლო კვების გარეშე _ არა უმეტეს 500-600 ცალისა.  
    |