Главная » 2016 » ნოემბერი » 6 » თბილისის ზოოპარკს ხვალ ახალი ცხოველები შეემატებიან
19:19
თბილისის ზოოპარკს ხვალ ახალი ცხოველები შეემატებიან

თბილისის ზოოპარკს ხვალ ახალი ცხოველები შეემატებიან. ოვერნეს ზოოპარკი საჩუქრად 9 ბერბერულ მაკაკას და 2 ემუს აგზავნის. მათ 7 ნოემბერს გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოიყვანენ. ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე აშენებულია.

 

წელს თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად 70-ზე მეტი ცხოველი მიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა.

 

”მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკები აქტიურად არიან ჩართული თბილისის ზოოპარკის განახლების პროცესში. ცხოველების ჩუქების გარდა ზოოპარკები სხვა მხრივაც გვეხმარებიან – ზაფხულში ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები ბუდაპეშტის ზოოპარკში (უნგრეთი), მემფისის, ახალი ორლეანისა და სენტ-ლუისის ზოოპარკებში (აშშ). სექტემბერში თბილისს სტუმრობდნენ მემფისის ზოოპარკის წარმომადგენლები. მათი სასწავლო ტური მოიცავდა საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმის სრულყოფას, მომვლელების გადამზადებასა და ცხოველების ტრენინგებს. თანამშრომლომის შემდგომი ეტაპი მომვლელების გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი კონსერვაციული პროექტებია“, – განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 

ვარდების დედოფალი: ძვირფასი საათების სპეციალური გამოშვება BREGUET-სგან

ზაზა ფაჩულიამ ოცნება აიხდინა

მხიარული ქალები უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ, ვიდრე უჟმურები

ანი გიუნტერი ყოფილ დედამთილს FACEBOOK-ით გამოეხმაურა

2016 წლის ნოემბრის ფინანსურ ჰოროსკოპი

მილიონერების სამი მთავარი კანონი, რომლებიც გამდიდრებაში დაგეხმარებათ

თამუნა ინგოროყვას კოლექცია _ გაზაფხული 2017

ჯაბა დიასამიძის კოლექცია ზამთარი 2016

Категория: სხვადასხვა | Просмотров: 1616 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar