16:01 თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს გაიხსნება | |
ოთხდღიანი პროგრამა აერთიანებს 20-ზე მეტ ღონისძიებას. მათ შორისაა ქართველი დიზაინერების ჩვენებები: ლაშა ჯოხაძე, ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, ატელიე 27, tsite by Tamara Tsiteladze, ELENNY და MIA. კვირეულზე რამდენიმე უცხოელი დიზაინერის კოლექცისაც ვიხილავთ: MIRO, ZLATOTSVETA PETROVA, SAYYA, DIANA ARNO და BARABAS. ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიება: მარიამ გვასალიას მაღაზიის გახსნა, კვირეულის ოფიციალური პარტნიორის ABSOLUT after party რადისონის სურფეის ბარში, Weekend Maxmara Italian Night რადისონის რესტორანში FILINI, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია კაფე „ლინვილში“, Martini reception ივერია კაფეში, Flying Painter პრეზენტაცია ფაბრიკაში, Ethere accessoire პრეზენტაცია რადისონის ოქსიჯენ ბარში და Musia’s Lips for TFW ლოლიტაში. კვირეულის გენერალური სპონსორი თბილისი მოლი კი დიდ და მოდურ ღია წვეულებას გამართავს 31 ოქტომბერს, 19:00 საათიდან მთავარ ატრიუმში მოდული მარში მოეწყობა. სტუმრებს ელით სასიამოვნო მუსიკა, ტორტი, თბილისის მოლის ახალი ჟურნალის პრეზენტაცია და რა თქმა უნდა შოპინგი.
| |
|
Всего комментариев: 0 | |