Главная » 2015 » ნოემბერი » 7 » სასარგებლო ინფორმაცია კარტოფილის შესახებ
19:16
სასარგებლო ინფორმაცია კარტოფილის შესახებ

ყველაზე კარგია თუ კარტოფილს კანგაუცლელად მოხარშავთ. ასეთ შემთხვევაში პროდუქტი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მაქსიმალურ რაოდენობას შეინარჩუნებს.
კარტოფილი ჩქარა რომ მოიხარშოს, წყალში მარგარინის ან კარაქის პატარა ნაჭერი უნდა ჩააგდოთ.
მსხვილად დაჭრილი კარტოფილი ხარშვისას ვიტამინებს ნაკლებად დაკარგავს.

ხარშვისას კარტოფილი რომ არ გამუქდეს, 1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი ძმარი დაუმატეთ.
შეწვისას სჯობს, კარტოფილს მარილი დააყაროთ, როცა თითქმის მზად იქნება, უფრო გემრიელი გამოვა.

კარტოფილის ალუმინის ან სპილენძის ქვაბში მოხარშვა სასურველი არ არის, რადგან ბევრ სასარგებლო თვისებას კარგავს.

კანიანად მოხარშულ კარტოფილს უკეთესად გაფრცქვნით, თუ მოხარშვისთანავე ცივ წყალს დაასხამთ.
კანგაცლილი ძველი კარტოფილი ხარშვისას არ გამუქდება და გემრიელი იქნება, თუ წყალს 1 ჩაის კოვზ ლიმონის წვენსა და 2 ნაჭერ შაქარს დაუმატებთ.

მოყინულ კარტოფილს უსიამოვნო სუნი გუავა, თუ ცოტა ხანს ცივ წყალს დაასხამთ, შემდეგ კი მდუღარე მარილწყალში ჩაყრით და 1 კოვზ ძმარს დაუმატებთ.

გათლილ, უმ კარტოფილს ცივ წყალში დიდხანს ნუ გააჩერებთ: 1 საათის შემდეგ ის C ვიტამინის 13% და  B ვიტამინის 5% დაკარგავს. 

Категория: ჯანმრთელობა | Просмотров: 2072 | Добавил: popularsge | Теги: სასარგებლო ინფორმაცია კარტოფილი შეს | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar