Главная » 2015 » ოქტომბერი » 31 » საჩუქრის შესაფუთი საკუთარი ხელით
17:24
საჩუქრის შესაფუთი საკუთარი ხელით

უჩვეულო საჩუქრების შესაფუთი საკუთარი ხელით შესაძლოა გააკეთოთ ყველაზე მოულოდნელი მასალებისგან. მაგალითად, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საფოსტო გზავნილის ყველაზე ჩვეულებრივი ყუთი ან ნებისმიერი სხვა ქაღალდი. შესრულებული სამუშაოს შედეგად კი მიიღებთ ძალიან საყვარელ და რომანტიულ ყუთს, რომელიც გაალამაზებს სხვადასხვანაირ საჩუქრებს.

მასალები:

1. მუყაოს ყუთი
2. მაკრატელი
3. წებო
4. ლენტები
5. ორმხრივი „სკოჩი“
6. დეკორატიული ელემენტები


დამზადება:

ნაბიჯი 1. გამოჭერით მუყაოსგან ერთი და იგივე დიამეტრის წრე და 3 ფართო ზოლი.


ნაბიჯი 2.  მიაწებეთ წრეები ორმაგი სკოჩით. ასე უნდა დაამზადოთ ყუთის ზედა და ქვედა ნაწილი. 


ნაბიჯი 3. შეღებეთ მუყაოს ელემენტები. ჩვენს შემთხვევაში ვიყენებთ საფოსტო მარკასა და ბეჭედს.

 


ნაბიჯი 4. ახლა მიყევით და მიაწებეთ ყუთს კედლები, მიაწებეთ ერთი ზოლი მეორეს, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ამასთან, ყურადღება მიაქციეთ, რომ ყუთის გარეთა ზოლი,  ფსკერზე მაქსიმალურად დაბლა და კარგად იყოს მიწებებული.


ნაბიჯი 5. ანალოგიური პრინციპით გააკეთეთ სახურავიც. გაითვალისწინეთ ის, რომ ყუთის სახურავი უნდა იყოს მხოლოდ ერთი ზოლით დამზადებული თავად ყუთისგან განსხვავებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყუთს ვერ დაეფარება.


ნაბიჯი 6. მორთეთ საჩუქრის შესაფუთი დეკორატიული ლენტებით. 


სამუშაო შესრულებულია. ახლა უკვე შეგიძლიათ გააოცოთ ახლობელი ადამიანები არა მარტო საჩუქრით, არამედ მისი სრულიად მოულოდნელი გაფორმებით.  

Категория: დიზაინი | Просмотров: 3211 | Добавил: popularsge | Теги: საჩუქრის შესაფუთი საკუთარი ხელით | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar