Главная » 2017 » დეკემბერი » 29 » საახალწლი წესები, რომლითაც ფულს, სიყვარულს და წარმატებას მოიზიდავთ
13:20
საახალწლი წესები, რომლითაც ფულს, სიყვარულს და წარმატებას მოიზიდავთ

მსგავსი რამ ვერც კი წარმომედგინა, მაგრამ ინტერნეტში რას არ გადააწყდები. თურმე, ნუ იკითხვათ და ახალი წლის შეხვედრის ისეთი ტრადიციებიც არსებობს, რომლებიც ფულს, სიყვარულსა და წარმატებას იზიდავენ. ჰოდა, მათ, ვისაც ამ ყველაფრის მოზდვა გსურთ, ამასთან ექსპერიმენტებიც გეხასილებათ, გთავაზობთ წესებს, რომლებიც საწადელს აგისრულებთ.
 

საახალწლო წესი ფულის მოზიდვისთვის:

მაშინაც კი თუ ადამიანი ცხოვრობს შეძლებულად, ყოველთვის ფიქრობს შემოსავლის გარზრდაზე.  დაუღალავი შრომა _ ეს კარგია, მაგრამ ახალი წელს ყველაფერი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გვსურს მივიღოთ. თქვენი სურვილი აუცილებლად შესრულდება, თუ  მარტივ საახალწლო წესებს შეასრულებთ. 


ამ რიტუალის შესასრულებლად დაგჭირდებათ მწვანე საეკლესიო სანთელი და ასეთივე ფერის ფლომასტერი, თქვენი საფულე და თეთრი ფურცელი. 

 

ახალი წლის წინა საღამოს ოთახში განმარტოვდით და სანთელი დაანთეთ. სანთელი უნდა იყოს აუცილებლად მწვანე _ ეს ფერი სიმდიდრის სიმბოლოა. ამის შემდეგ აიღეთ თქვენი საფულე და ამოიღეთ იქიდან მთელი ფული და მონეტები. დაითვალეთ ის და ფლომასტერით ფურცელზე მიღებული თანხა დაწერეთ.  შემდეგ მის გვერდით დაწერეთ, რამდენი ფულიც გსურთ რომ გქონდეთ. ჩატარებული მანიპულაციების შემდეგ დაწვით ფურცელი სიტყვებით:

 

„ძველი წელი მიდის, და მასთან ერთად ჩემი უბედურებები. წაიღე ჩემი სიღარიბე თან, წაიღე ის წარსულში. დაე ახალ წელს მოვიდეს ჩემი სიმდიდრე, ჩემი წარმატება. დაე ჩემი სურვილი ასრულდეს და ჩემს საფულეში ფულმა იმატოს. რა თანხაც მინდა, იმდენს მივიღებ ახალ წელს.“ 

 

ამის შემდეგ, როგორც კი ფურცელი დაიწვება, ჩააქრეთ სანთელი, დარჩენილი სანთელი  კი  დაწვით მაშინვე, როგორც კი ახალი წლის ზარები დაიწყებენ რეკას.

 

 თუ თქვენი სურვილი ნამდვილად ძლიერია, მაშინ მალე შენიშნავთ, როგორ გაგიუმჯობესდებათ ფინანასური მდგომარეობა. 

 


ახალი წლის წესი სიყვარულის მოსაზიდად



გაატარო მთელი დღესასწაულები მარტოობაში _ არც ისე კარგი აზრია. იმისთვის, რომ ახალი წლის შემდეგ მალევე შევხდეთ საყვარელ ადამიანს, უნდა შეასრულეთ შემდეგი წესი, რომელიც მოიზიდავს სიყვარულს.


რიტუალისთვის დაგჭირდებათ საყვარელი ნაძვის ხის სათამაშო, რძიანი შოკოლადი და საეკლესიო სანთელი. 
ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე აიღეთ რძიანი შოკოლადი და დაადნეთ ანთებული სანთლის ალზე. აიღეთ ნაძვის ხის სათამაშო და განათავსეთ ისე, რომ გამდნარო შოკოლადი მასზე იწვეთებოდეს, თან წარმოთქვით:

 

„შოკოლადი ტკბილია, და ჩემი სიყვარულიც ასეთივე იქნება. ახალ წელს მე (თქვენი სახელი) მსურს შემიყვარდეს და მასაც შევუყვარდე. ისე როგორც სანთელი დაიწვება, დაიწვება ჩემი მარტოობაც. ჩემი სურვილი ასრულდება.“  

 

ნაძვის ხის სათამაშო აუცილებელია დადოთ ისეთ ადგილას, სადაც მას არავინ აიღებს. მასთან შეხება მარტო თქვენ უნდა შეგეძლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალას დაკარგავს და რიტუალი ვერ მოგიტანთ სასურველ შედეგს. 

 


საახალწლო წესი წარმატების მოსატანად



2018 წელს გვტოვებს წითელი მამალი და მის მერე მოვა ყვითელი ძაღლი. ალბათ უკვე მიხვდით, რომელი ცხოველი მოგიტანთ წარმატებას მომავალ წელს. შესაძლოა, ეს რიტუალი არ წავა კატების მოყვარულებზე, მაგრამ სამაგიეროდ ძაღლის მეპატრონეებსა და მოყვარულებს შეეძლებათ 2018 წელს წარმატების მიღწევა. თუ უკვე დიდიხანია, რაც ლეკვის შეძენას აპირებდით, იცოდეთ, რომ ამის დრო დადგა. თქვენ არა მარტო ოჯახის ახალ წევრს შეიძენთ, არამედ მას წარმატებაზეც ესაუბრებით. 

 

ხოლო მანამ, სანამ მასთან ერთად სახლის ზღრუბლს გადააბიჯებთ, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები:
„დაე მფარველმა ახალ წელს გამოგვიგზავნოს ჩვენ ბედნიერება. გახდი ჩვენი თილისმა და შემოიტანე ჩვენს სახლში წარმატება“. 

 

ამის შემდეგ დააპურეთ ლეკვი და მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში მასზე იზრუნეთ და გულით გიყვარდეთ. თუ ის განაწყენდება ვინმეზე, რომელიმე ოჯახის წევრზე ახალი წლის ღამეს, მაშინ წარმატება ზურგს შეგაქცევთ. 

 


საახალწლო წესი სურვილის ასრულებისთვის



ახალ წელს შეგიძლიათ მოიზიდოთ არამარტო სიყვარული, ბედნიერება და წარმატება, არამედ ყველაფერი ერთადაც. 

 

ამისთვის დაგჭირდებათ ფურცელი და წითელი ფლომასტერი. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაწერეთ ყველაფერი, რაც გინდათ, რომ მომავალში მიიღოთ. აუცილებელია, სურვილები ჩამოწეროთ ზუსტად და გარკვევით. მაგალითად, თუ გსურთ მანქანა, მაშინ უნდა დაწეროთ მარკა და ფერიც კი. თუ გსურთ, რომ შეხვდეთ საყვარელ ადამიანს, აღწერეთ მისი გარეგნობა და შინაგანი თვისებები. ამის შემდეგ, როგორც კი ყველაფერს აღწერთ და ჩამოწერთ, რაც მომდევნო წელს გსურთ მიიღოთ, ამოაბრუნეთ ფურცელი და სამჯერ თქვით:

 

„ახალ წელს ყველა ჩემი სურვილი ასრულდება. მივიღებ ყველაფერს, რაც მსურს“. 
შეინახეთ ფურცელი მანამ, სანამ ყველა თქვენი სურვილი არ ასრულდება. ამის შემდეგ კი დაწვით. 

 

 

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლო აღმოჩნდა გაუზიარეთ სხვებსაც და ახლავე, რადგან ახალ წლმადე ძალიან ცოტა დრო დარჩა. წინასწარ გილოცავთ შობა-ახალ წელს და გსურვებთ ყველა სურვილის კეთილად ასრულებას!

populars.ge

მოამზადა  სხვადასხვა უცხოური ინტერნეტ მასალების მიხედვით ფიქრია ჭალიძემ


სიახლეები:

 რა ფერებით ხატავს თქვენი ბავშვი?

 

 

 

 

 

 PAOLO SEBASTIAN-ის ულამაზესი კოლექცია გაზაფხული-ზაფხული 2018

 

 

 

 

 

 18 ტუჩსაცხი, რომელიც სიმსიმვნეს იწვევს
 

 

 

 

 

 

 

 10 დიალოგები რუსულად: ყოველდღიური მოქმედებები

Категория: რჩევები | Просмотров: 1896 | Добавил: popularsge | Теги: საახალწლო, ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0