Главная » 2016 » დეკემბერი » 3 » 1 გაკვეთილი: რუსული ენის უფასო ვიდეო გაკვეთილები სერთიფიკატის აღებით
14:04
1 გაკვეთილი: რუსული ენის უფასო ვიდეო გაკვეთილები სერთიფიკატის აღებით

კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, ვისაც სურს, რომ ენას ფლობდეს ელემენტარულ, სამომხმარებლო დონეზე. იმედი გვაქვს, ჩვენი მკითხველისადმი ასეთი საჩუქარი მოგეწონებათ  .

გისურვებთ, წარმატებებს. 

 

 


 

   1 გაკვეთილი: არსებითი სახელი რუსულ ენაში

 

ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, გთავაზობთ რუსული ენის უფასო ვიდეო გაკვეთილებს, ხოლო მათ ვინც ჩვენი ხელმომწერია youtube-სა და facebook-ზე, შეუძლიათ ონლაინ ტესტის ჩაბარების შემდეგ სერთიფიკატიც უფასოდ აიღონ. 

რუსულში ისევე, როგორც ქართულში არსებითი სახელი ეწოდება მეტყველების ნაწილს, რომელიც აღნიშნავს საგანს. სხვანაირად რომ ვთქვათ, არსებითი სახელია ყველაფერი, რასაც კითხვა ვინ?/кто? და რა? /что?დაესმის. 
როგორც იცით, ქართულ ენაში კითხვა ვინ მხოლოდ ადამიანს დაესმის, ხოლო დანარჩენს _ რა. მაგალითად: 

ვინ? _ დედა, მასწავლებელი და ა.შ.
რა? _ ქათამი, მაგიდა, ძროხა და ა.შ.

ხოლო რუსულ ენაში კითხვა ვინ ანუ кто დაესმის ყველა სულიერს, ხოლო რა ანუ что დაესმის ყველა უსულო არსებით სახელს. მაგალითად:

Кто это?  _ Это студент.    ვინ არის ეს? _ ეს სტუდენტია. 
Кто это?  _ Это лошадь.         ვინ არის ეს? _ ეს ცხენია. 

Что это? _Это стол.                რა არის ეს? _ ეს მაგიდაა.
Что это?_ Это книга.              რა არის ეს? _ ეს წიგნია. 


შენიშვნა1: თუმცა ზოგჯერ შეიძლება კითხვა что ანუ რა ცხოველების, ფრინველების, მწერების სახელებსაც დაესვას. მაგალითად:

Что это? _  Это курица.  რა არის ეს? _ ეს ქათამია. 
Что это? _  Это жираф.  რა არის ეს? _ ეს ჟირაფია.


შენიშვნა2: კითხვა რა რუსულ ენაში იწერება что და წარმოითქმის што. 

 

<<მეორე გაკვეთილი

 

 


ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:



 
 
 
 
Категория: გაკვეთილები | Просмотров: 4001 | Добавил: popularsge | Теги: 1 გაკვეთილი, უფასო რუსული ენის კურსი | Рейтинг: 5.0/1
Всего комментариев: 0