Главная » 2016 » იანვარი » 4 » როგორ ვუმკურნალოთ სიელმეს?
15:53
როგორ ვუმკურნალოთ სიელმეს?

თუკი სიელმე აღენიშნება სრულიად პატარა ბავშვს 6 თვის ასაკამდე, ამ დროს ბავშვის ორგანიზმის "ფორმირება" არ არის დასრულებული და ამიტომაც ეს გადახრა შესაძლებელია ჩაითვალოს დროებით მოვლენად. თვალების "შეთანხმებული" ფუნქციონირება ყალიბდება 2-3 წლისათვის. ამ დროს უკვე შესაძლებელია დიაგნოზის დასმა _ არის თუ არა სიელმე.

თვალში სინათლის სხივი გუგის საშუალებით აღწევს, შემდეგ კი ხდება გარდატეხა. თუ თვალების მოძრაობა არაკოორდინირებულია _ ერთი გუგა ზუსტად საგანზეა მიმართული, ხოლო მეორე _ გადახრილია, თითოეულ თვალს თავისი გარდატეხის კუთხე ექნება. თავის ტვინში გამოსახულებების "არეკვლა" ერთმანეთს არ ემთხვევა. აღიქმება, ანუ მიიღება მხოლოდ ერთი თვალის მიერ აღქმული გამოსახულება, ხოლო მეორე თვალი თითქოს ფუნქციას კარგავს _ აღარ აქვს "საქმე", აღარ ფუნქციონირებს და ქვეითდება მხედველობაც.

ამასთან, სიელმეს თან ახლავს სხვა უსიამოვნებები: ბავშვი უფრო ნელა კითხულობს, შორსმხედველობის, ასტიგმატიზმის ან ახლომხდველობის გამო, ძლიერი დატვირთვის შემდეგ (ხანგრძლივი კითხვა) თვალებში უჩნდება "ჭრის" შეგრძნება.

გაითვალისწინეთ! თვალების განზე გაზიდვას _ ახლომხედველობა ერთვის თან, ხოლო შიგნით გადახრას _ შორსმხედველობა.

ასეა თუ ისე, სიელმე უნდა გამოსწორდეს. და რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით მეტია ალბათობა, რომ "სუსტი" თვალის მხედველობა აღდგება.

სიელმე არცთუ იშვიათი რამ არის. ის ყოველ მე-100 ადამიანს აღენიშნება. მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა: შეძენილი ან თანდაყოლილი. ბავშვს სიელმე შეიძლება განუვითარდეს, თუკი დედას მძიმე ორსულობა ჰქონდა ან ორსულობის დროს გადაიტანა ინფექციური პათოლოგია. სიელმე მემკვიდრეობითაც გადაეცემა დედიდან, მამიდან, ბებიიდან ან ბაბუიდან. წინაპრების ახლომხედველობამ ან შორსმხედველობამაც შეიძლება ითამაშოს თავისი როლი, ასევე კატარაქტის ან თვალის ბადურის თანდაყოლილი დეფექტის დროს.  

არსებობს დეფექტის შეძენილი მიზეზებიც:

_ თავის ტრამვა, რომელიც იწვევს ერთი თვალის მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას.

_ ორგანიზმის ზოგადი დასუსტება ინფექციური პათოლოგიის დროს _ გრიპი, წითელა, წითურა.

ამიტომაც, ავადმყოფობისას ექიმები უკრძალავენ ბავშვს ძლიერ მხედველობით გადატვირთვას, ხატვას, კითხვას ან ტელევიზორის ყურებას. და თუკი ის ხატავს ან კითხულობს ლოგინში, საჭიროა თვლყური ადევნოთ, კარგია თუ არა განათება.

მკურნალობა:

სიელმის გამოსწორება შესაძლებელია, თუკი ბავშვი ატარებს სათვალეს და გააკეთებს საჭირო და აუცილებელ სავარჯიშოებს.

სათვალის ერთ მინას ფარავენ საფრით იმ მხარეს, რომელი თვალითაც კარგად ხედავს, ამის გამო სუსტი თვალი "იძულებულია", მთლიანი დატვირთვა თავად იკისროს. ასეთი სათვალე ბავშვმა 4 თვე უნდა ატაროს და ყოველ 2 კვირაში ერთხელ ექიმთან იაროს კონსულტაციაზე. მთავარია, სათვალე არ მოიხსნას მთელი დღის განმავლობაში.

სათვალის არარეგულარული ხმარებისას მხედველობა შეიძლება გაუარესდეს, სიელმის კუთხე კი გაიზარდოს.

ისეც ხდება, რომ გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ სიელმე შეიძლება განვითარდეს ჯანმრთელ თვალშიც. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს კარგის ნიშანია, ე.ი. დეფექტის გამოსწორება დაიწყო.

ზოგჯერ სათვალის ტარების კურსი შესვენებებით უნდა განმეორდეს. მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს 1-2 წელი ან მეტი, მაგრამ თუ ის დროულად არის დაწყებული, სკოლაში ბავშვი უსათვალოდ შევა, ჯანმრთელი თვალებითა და ნორმალური მხედველობით.

ექიმი დანიშნავს ვარჯიშსაც, რომელიც ამაგრებს თვალის კუნთებს. ამ მეთოდს ეწოდება დიპტოპიური. არსებობს ბავშვებისათვის სპეციალური კომპიუტერული თამაშები, რაც ცოტათი მაინც ართობს ბავშვს.

ასევე აუცილებელია ბავშვის ზოგადი გაჯანსაღება, ის ბევრი უნდა ასეირნოთ, აუცილებელია A და E ვიტამინები, ფიზკულტურა, სრულფასოვანი კვება. ზაფხულობით ჰაერის გამოცვლა.

სიელმის გამოსწორების ყველაზე რადიკალური მეთოდი _ ოპერაციაა. ამ დროს ხდება თვალის კაკლის მამოძრავებელი კუნთების დაჭიმვა ან პირიქით. მაგრამ ოპერაციულ ჩარევას მხოლოდ მაშინ გირჩევთ თუ კონსერვატიულმა თერაპიამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები.

თუკი ბავშვს მხედველობის პრობლემა ისევ რჩება, სიელმე ოპერაციის შემდეგაც შეიძლება განვითარდეს.

იქონიეთ მოთმინება და ზუსტად შეასრულეთ მკურნალი ექიმების რჩევები. სიელმის მკურნალობის საუკეთესო მეთოდი - კონსერვატიული მეთოდია.     

Категория: ჯანმრთელობა | Просмотров: 3163 | Добавил: popularsge | Теги: სიელმე | Рейтинг: 3.0/1
Всего комментариев: 0
avatar