17:56 როგორ ვებრძოლოთ ოფლიანობას ხალხური მედიცინის მიხედვით | |
2. ფეხები ყოველ საღამოს გრილი წყლით დაიბანეთ. 3. ფეხების ოფლიანობის შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა შემდეგი ნაყენი: 300 გრ კარგად დაქუცმაცებული მუხის ქერქი 30 წუთის განმავლობაში ხარშეთ 2 ლიტრ წყალში. გადაწურვის შემდეგ ნახარშს დაუმატეთ კიდევ ორი ლიტრი წყალი. ფეხები წყალში ჩაყავით და გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. გაიმრეორეთ კვირაში ერთი-ორჯერ. უმჯობესია პროცედურა ჩაიტაროთ საღამოობით. 4. ასევე კარგია შემდეგი ნაყენი: 6 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი. ჭურჭელს თავი დაახურეთ და დაადგით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ, 1 ლიტრი წყალი დაუმატეთ და ისევ გააეცხლეთ. დამზადებულ ნაყენში ფეხები მანამ გქონდეთ, ვიდრე სითხე არ გაცივდება. 5. ხელების ოფლიანობის შემთხვევაში კარგია შემდეგი ნაყენი: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს და 1 ჩაის კოვზ კრაზანას ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე. შემდეგ გადაწურეთ და დაუმატეთ 2-3 ჩაის კოვზი ძმარი. ჩაყავით ხელები და გააჩერეთ 15-20 წუთი. 6. თუ სახე გიოფლიანდებათ, სამკურნალოდ გამოიყენეთ შემდეგი ნაყენი: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კრაზანას ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა გადადუღებული წყალი და გააჩერეთ 20-30 წუთს. როცა გაგრილდება, ამოავლეთ შიგ ბამბა და საგულდაგულოდ გაიწმინდეთ სახის კანი. | |
|
Всего комментариев: 0 | |
| |