Главная » 2016 » ნოემბერი » 20 » როგორ უნდა მოვიქცეთ ძვირფას რესტორანში?
16:53
როგორ უნდა მოვიქცეთ ძვირფას რესტორანში?

პირველ რიგში მთავარია, რომ მოეშვათ და მიიღოთ სიამოვნება. მაგრამ ამასთან, არ დაგავიწყდეთ, ეტიკეტის ელემენტარული წესები. 

 

1.    ყურადღება მიაქციეთ რესტორნის სპეციფიკას და არა თქვენს გემოვნებას. 

თუ თქვენ დაგპატიჟეს თევზის რესტორანში, მაშინ არ ღირს ხორცის კერძის შეკვეთა. ან თუ ცნობილ რესტორანში ხართ, რომელიც გთავაზობთ გამორჩეულ სტეიკს, არ ღირს სალათით შემოფარგვლა. სხვანაირად ვერ გაიგებთ რესტორნის სპეციფიკას. 


2.    ჩაიცვით სწორედ



რესტორანში მიმავალს გახსოვდეთ დრეს-კოდი. სულელურია წახვიდეთ ყოველდღიური ან სპორტული ტანსაცმლით. თუმცა არც ასე ივარგებს, რომ ჩაიცვათ და გაიკეთოთ ყველაფერი საუკეთესო ეგრევე და ერთდორულად. არჩევანში არ შეცდებით თუ უპირატესობას მიანიჭებთ მუხლებამდე კლასიკური სტილის კაბას. 


3.    არ შეგეშინდეთ კითხვების დასმის



რესტორნის სამზარეულოს მენიუ ხშირად შედგება გაურკვეველი სახელებისგან. ამიტომ თუ თქვენთვის რაიმე გაუგებარია, არ მოგერიდოთ ოფიციანტისგან ან მზარეულისგან ინფორმაციის დაზუსტების. ეს აუცილებელია, თუ თქვენ ალერგია გაქვთ განსაზღვრულ პროდუქტებზე და არ იცით, რისგან შედგება  ესა თუ ის  კერძი. 


4.    როგორ უნდა მოახდინოთ სწორედ ღვინის დეგუსტაცია



ერთი შეხედვით ეს ერთ-ერთი რთული მომენტია. მაგრამ დასაწყისისთვის ჯერ მოეშვით. ჩაისუნთქეთ, ხოლო შემდეგ მოსვით ყლუპებად. პარალელურად შეგიძლიათ ისაუბროთ. არ დააგემოვნოთ ღვინო ისეთი სახით, თითქოს სამყარო ირგვლივ გაჩერდა. თუ ღვინო მოგეწონათ, შეგიძიათ თავი დაუკრათ. 

 

5.    როგორ დავიჭიროთ ბოკალი?



ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წესია, რომელიც ერთ წამში გაგცემთ.

  • ღვინის ბოკალი ყოველთვის დაიჭირეთ ფეხით.
  • ბოკალი შეგიძლიათ დაიჭიროთ სამი, ოთხი ან ხუთივე თითით.
  • არასოდეს დაიჭიროთ ბოკალი მხოლოდ დიდი და საჩვენებელი თითით.
  • არ დაიჭიროთ ბოკალი ხელის გულით.
  • არ გამობურცოთ ნეკა ან სხვა თითი.
  • არ დაიჭიროთ ბოკალი სადგამით.

 

6.    დატოვეთ ჩაი და იკითხეთ ფასი



სრულიად არ არის სირცხვილი ამის კითხვა. ოფიციანტს შეუძლია შემოგთავაზოთ საფირმო კერძი ან რესტორნის სპეციალური წინადადება. ყოველთვის დააკონკრეტეთ ფასი, თუ მართლა გაწუხებთ ეს საკითხი. სირცხვილია ჩაის არ დატოვება, თუ თქვენ კარგად მოგემსახურნენ და ყველაფერი მოგეწონათ.    

მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 

ფრთხილად, ახალი ვირუსის ეპიდემია! მშობლებო, თქვენ ეს უნდა იცოდეთ

ფოტოგრაფი, რომელმაც დიასახლისები დედოფლებს დაამსგავსა!

10 ამოცანა, რომელიც შეუძლია გამოიცნოს მხოლოდ ნამდვილმა ან მომავალმა მილიონერმა!

აი, რატომ აცვიათ ქირურგებს ცისფერი ან მწვანე ფერის ხალათები და არა თეთრი

10 ფოტო, რომელშიც თავის თავს ყველა მშობელი ამოიცნობს

5 კომპონენტი, რომელიც თქვენს შამპუნში არ უნდა იყოს თუ გინდათ, რომ ჯანმრთელები იყოთ

5 საშუალება, როგორ გაარჩიოთ ბრენდი ყალბისგან

Категория: რჩევები | Просмотров: 2503 | Добавил: popularsge | Теги: რჩევები, ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar