22:00 როგორ მოვაწყოთ ტბორი | |
ტბორის საშუალო სიღრმე უნდა შეადგენდეს 1-1,75 მ-ს, და არ აღემატებოდეს 3-4 მ-ს. ფსკერი წინასწარ უნდა გაიწმინდოს ბუჩქებისგან და მოსწორდეს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტბორების განოყიერებას ორგანული, ორგანულ-მინერალური და მინერალური სასუქებით. ამით შეგვიძლია თევზს შევუქმნათ ზრდა-განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები. ორგანული სასუქებიდან საუკეთესოა ნაკელი, რომელიც ტბორში პატარა გროვებად შეაქვთ წყლით მის ავსებამდე. ეს დიდ ეფექტს იძლევა იმ ტბორებში, რომელთა ნიადაგი ქვიშნარი ან მძიმე თიხნარია. ნაკელის ნორმა განისაზღვრება ნიადაგის ხასიათის მიხედვით _ 15-20 ტონა ერთ ჰექტარზე. ფოსფოროვანი სასუქები ეფექტიანია მჟავე რეაქციის მქონე წყალში. ერთი ვედრო ფოსფორიტული ფქვილი, რომელიც შეიცავს 16-22% ფოსფორმჟავას, იხსნება 20 ვედრო წყალში და შეგვაქვს ხსნარის სახით 1 ჰა ფართობზე. კალციუმის სასუქები: კირის შეტანა 1 ჰა-ზე 2 ცენტნერის ოდენობით მოუხდება ყველანაირ ტბორს, გარდა კირნარ და ცარცოვან ნიადაგებზე მოწყობილი ტბორისა. 1 ვედრო კირი იხსნება 20-30 ვედრო წყალში და თანაბრად ესხურება ტბორის ზედაპირს.
| |
|
Всего комментариев: 0 | |
| |