Главная » 2016 » სექტემბერი » 24 » როგორ დავიოკოთ მადა, 13 რჩევა დიეტოლოგებისგან
15:52
როგორ დავიოკოთ მადა, 13 რჩევა დიეტოლოგებისგან

უზომოდ ჭამის სურვილი _ დაავადების დასაწყისია. მას მოთმინებითა და დიდი მონდომებით უნდა ვებრძოლოთ, დავიცვათ ექიმი-დიეტოლოგების რჩევები:

  1. ჭამის შემდეგ დიდხანს ნუ იჯდებით მაგიდასთან. დანაყრებას იგრძნობთ ჭამიდან 20 წუთის ან მცირე ხნით ჰაერზე გასეირნების შემდეგ;
  2. არასოდეს ჭამოთ ფეხზე მდგარმა _ ამ დროს ბევრად მეტს შეჭამთ. თავი აარიდეთ ყოველგვარ, განსაკუთრებით, ხანმოკლე დიეტებს, რადგან დიეტის შემდეგ მაინც აღიდგენთ დაკარგულ წონას;
  3. აუცილებლად ისაუზმეთ, რადგან ის ხელს უწყობს ცხიმების წვას;
  4. საუზმეზე აუცილებლად მიირთვით მარცვლეულის, შვრიის, ხორბლისა და ჭვავის ღივი. B ვიტამინი, რომლითაც მდიდარია მარცვლეული, ხელს უშლის შინაგან ორგანოებში ცხიმის დაგროვებასა და ორგანიზმში სითხის შეკავებას;
  5. შვრიის ფანტელები სწრაფად ანაყრებს ორგანიზმს და ეხმარება გახდომაში. მას ნელა ამუშავებს კუჭი და დიდხანს ვერ გძნობთ შიმშილს;
  6. მაძღრად ჭამის მოყვარულები სამჯერადიდან ხუთჯერად კვებაზე უნდა გადახვიდეთ. როგორც კი შიმშილს იგრძნობთ, ჭამეთ ვაშლი, დალიეთ ერთი ჭიქა მაწონი, კეფირი ან იოგურტი _ ისინი აქრობენ შიმშილის გრძნობას. ვაშლის რბილობთან ერთად შეჭამეთ კურკებიც _ შეიცავს იოდის დღეღამურ ნორმას;
  7. ყოველთვის უნდა იქონიოთ რამდენიმე ვაშლი, კომბოსტოს ფოთლები, სტაფილო, დაღეჭეთ ნელა და კარგად _ მაშინ ჭამის დროს ნაკლებს შეჭამთ;
  8. დალიეთ  ½  ჩ/ჭ  ნედლი ოხრახუშის ნახარში და ჭამა ორი საათით დაგავიწყდებათ. ასევე მოქმედებს პიტნის ნაყენი;
  9. შეგიძლიათ მიირთვათ ცოტა ყველიანი ან ბოსტნეულიანი მაკარონი;
  10. ბოსტნეულის დღეღამური ნორმაა 300გ (ნედლი, მოხარშული, ჩაშუშული);
  11. სალათებს დაამატეთ მცენარეული ზეთი ან ახალი კეფირი;
  12. ხშირად მიირთვით უცხიმო წვნიანი;
  13. ვახშმად, დაძინებამდე 2 საათით ადრე, მიიღეთ ბოსტნეული ხორცთან ერთად. 

ასევე წაიკითხეთ სხვა მასალებიც:

სასაცილო სტატუსები ჩვენი FACEBOOK-ის გვერდიდან (ნაწ.1)

გოგონები კომპლექსების გარეშე

პატარების იუმორი

8 ნახატი იმისა თუ, როგორ გამოიყურება ცხოვრება 30 წლის შემდეგ!

ალბერტ აინშტაინის კურიოზებიდან

Категория: სილამაზე | Просмотров: 1727 | Добавил: popularsge | Теги: დიეტა | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar