Главная » 2016 » იანვარი » 3 » როდის და როგორ ირგვება თხილი?
23:23
როდის და როგორ ირგვება თხილი?

თხილის დარგვის საუკეთესო პერიოდია შემოდგომა-ზამთარი, სანამ ყინვები დაიწყება. პლანტაციის გასაშენებლად სჯობს წინასწარ გამოყვანილი სამწლიანი ნერგები. სტანდარტული ნერგების გამოსაყვანად ფესვის ამონაყრებს აცლიან და ზრდიან სანერგეში, სადაც კარგად უვითარდება ფესვთა სისტემა _  40-50 სმ დიამეტრის და 3-4 50 სმ-იანი ამონაყარით. 


დარგვის წინ ფესვებს ავლებენ ნაკელისა და თიხის წყალხსნარში _ თითო წილი ნაკელი და თიხა. ყოველ ორმოში შეაქვთ10 კგ გადამწვარი ნაკელი, 300 გ სუპერფოსფატი და 150 გ აზოტი, რომელსაც წინასწარ ურევენ ნიადაგის ზედა ფენიდან ამოღებულ მიწაში. ნარევის ნაწილს ყრიან ორმოს ფსკერზე, ნაწილს კი უყრიან დარგვის დროს, შემდეგ აუცილებლად რწყავენ, რაც მეტად საჭიროა ნარგავის გასახარებლად. თხილის დარგვის პერიოდს ჯიშთან არავითარი კავშირი არ აქვს. 

 

Категория: აგარაკი | Просмотров: 2699 | Добавил: popularsge | Теги: როდის და როგორ ირგვება თხილი? | Рейтинг: 3.0/2
Всего комментариев: 0
avatar