Главная » 2018 » აგვისტო » 29 » რა არ იცის ქალმა კაცის შესახებ და რა უნდა იცოდეს
11:07
რა არ იცის ქალმა კაცის შესახებ და რა უნდა იცოდეს

(თუ საიტზე შემოსული ხართ ტელეფონით, მაშინ საიტზე ინფორმციების ადვილად წასაკითხად უნდა შეასრულოთ ჩახვიდეთ გვერდის სულ ბოლოში, დააჭიროთ ტექტს "საიტის სრული ვერსია" და საიტი გადავა მობილურ ვერსიაზე)

ყველას ჰყავს ქმარი,მამა, ძმა, შვილი ან უბრალოდ კოლეგა მამრობითი სქესის წარმომადგენელი და ამიტომაც მათთან საუბრის ენა ქალმა თუ კაცმა, ყველამ უნდა იცოდეს. 

კაცებს ღმერთმა ფიზიკური ძალა და ლოგიკა უბოძა. ფიზიკური ძალა მიეცათ იმისთვის, რომ უზრუნველყონ, დაიცვან, გაუფრთხილდნენ და იშრომონ. სახლში ფიზიკური საქმე მამაკაცმა უნდა გააკეთოს და არა ქალმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავს თავის მოვალეობებში შეზღუდულად და უსარგებლოდ იგრძნობს. 

მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ხშირად მსხვერპლად ეწირებიან, რათა ძლიერი სქესის წარმომადგენლები აფასებდნენ, მადლობას უხდიდნენ, სინამდვილეში კი სულ სხვა სურათს იღებენ. ქალმა 3-4 ადგილასაც რომ იმუშაოს, ოჯახის გამოსაკვებად, ქმარი ამისთვის მაინც არასოდეს ეტყვის მადლობას.  შესაძლოა გქონიათ შემთხვევა, სახლში რემონტს აკეთებდით, ამ დროს თქვენი ქმარი მოდიოდა და შენიშვნებს გაძლევდათ: „ეს ვერ გააკეთე სწორად“,“ ეს რანაირი გაკეთებულია“, „ეს ასე რატო გააკეთე“ და ა.შ.  თქვენ, დარწმუნებული ვარ, ძალიან გეწყინათ და გაიფიქრეთ, _ თვითონ არაფერს აკეთებს და აქეთ კიდე შენიშვნებს მაძლევს, რამის გამკეთებელი მაინც იყოს“. ამიტომ, ფსიქოლოგების რჩევაა, შეწყვიტოთ სახლში ფიზიკური შრომის გაწევა. 


 


არსებობს შემთხვევები, როდესაც თავაზიანად სთხოვთ მამაკაცს რამის გაკეთებას (ვთქვათ ონკანის შეკეთებას), ის გპასუხობთ _ კი, კი და თვეები, შესაძლოა წლებიც, მაინც გასაკეთებელია. აბა, ვის გქონიათ ასეთი შემთხვევა, მოგვწერეთ კომენტარებში. 


როდესაც რამის გაკეთებას ვთხოვთ მამაკაცს, რატომ არ აკეთებს?

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: 

•    მამაკაცი ვერ გრძნობს თქვენგან მადლიერებას. ასეთ დროს ის საქმეს ჩვეულებრივ ხვალისთვის დებს, ოღონდ ეს ხვალე როდის დადგება მარტო ღმერთმა იცის. თქვენი კომენტარები, მაგალითად, „მოვკვდები და შენგან ამის გაკეთებას მაინც ვერ ვეღირსები“...,  მათ მომენტალურად აკარგვინებთ თხოვნის შესრულების სურვილს. 

•    როდესაც თქვენს საუბარში ვერ გრძნობს მისდამი ნდობას.

•    ავიწყდებათ.

•    ან არ აკეთებს იმიტომ, რომ მას ხშირად ახსენებთ ამის შესახებ. 



წარმოიდგინეთ სიტუაცია, საღამოს ცოლი ეუბნება ქმარს, _ ხვალ შენ გამოიყვანე ბავშვები ბაღიდან. _ კარგი, პასუხობს ქმარი. როცა დასაძინებლად მიდიან, ქალი ისევ ეუბნება მეუღლეს, _ არ დაგავიწყდეს ხვალ ბავშვების ბაღიდან გამოყვანა. ხო, გამოვიყვან, _ პასუხობს მეორე ნახევარი. დილით, საუზმობისას, მანდილოსანი ისევ ახსენებს მამაკაცს. _ ნამდვილად გამოიყვან ბავშვებს ბაღიდან? _ კიი, კიი, რა თქმა უნდა, გამოვიყვან, _ ისევ პასუხობს კაცი. და როცა სახლიდან გასვლას აპირებენ, ცოლი ისევ იწყებს იმავე თემაზე ლაპარაკს, _ რომელზე გამოიყვან ბავშვებს, რომ დავწყნარდე? ქმარი რამდენიმე წამი ჩუმად უყურებს და მერე ეუბნება, _ მოდი, შენ თვითონ გამოიყვანე ისინი. და აი, აქ რაც იწყება, ალბათ ყველამ ვიცით, რა თქმა უნდა, ქალის ისტერიკა: „ასეც ვიცოდი“, „რა თქმა უნდა, შენი იმედი ხო არაფერში არ უნდა მქონდეს“ და ა.შ.

როცა ხშირად უმეორებთ მამაკაცს, მას აღარ უნდება მისი გაკეთება. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა _ მას ხან ავიწყდება და ასეთ დროს როგორ მოვიქცეთ?

ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ შედეგის მისაღებად, ძლიერი სქესის წარმომადგენელს უნდა იმართოთ შემდეგნაირად: მე მესმის, რომ შენ ბევრი სამუშაო გაქვს და შესაძლოა დაგავიწყდეს, მაგრამ გთხოვ, მე ეს მჭირდება, შეგიძლია გააკეთო?

გახსოვდეთ, მამაკაცს არასოდეს ესაუბროთ არგუმენტებითა და ფაქტებით! და თუ მაინც დაელაპარაკებით ასე, მისთვის დიდი ალბათობით ერთ-ერთი უკანასკნელი გახდებით. 


 


მამაკაცთან ურთიერთობის ენა

მამაკაცთან ურთიერთობის ერთადერთი ენაა შეთავაზება! 
ყოველთვის შესთავაზეთ! არასოდეს მისცეთ შენიშვნა! არ ელაპარაკოთ არგუმენტებითა და ფაქტებით! არ მიმართოთ მომთხოვნი ტონით! და არ უთხრათ, მე გეუბნებოდი!

თუ მაინც მისცემთ შენიშვნას, ის შეგიძულებთ. ნუ დაუწყებთ თქვენი სიმართლის მტკიცებას, რადგან თქვენ მას, ის ძმა იქნება,ქმარი, მეგობარი თუ კოლეგა, დაკარგავთ. მართალია, ქალები ამ დროს ვფიქრობთ, რომ ვეხმარებით და მხოლოდ კეთილი მიზნები გვამოძრავებს, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა შედეგს ვღებულობთ. მამაკაცი ასეთ შემთხვევაში თავს ანებებს ყველაფერს და არაფრის კეთება აღარ უნდა. 



თქვენი შეთავაზება უნდა ჟღერდეს შემდეგნაირად: „როგორ ფიქრობ, თუ ასე ვიზამთ, რა იქნება?“ 

როცა ეკითხებით, ის გრძნობს, რომ გჭირდებათ! აიძულეთ მის ლოგიკას მუშაობა. აიძულეთ იფიქროს. ყველა დიდი და წარმატებული ადამიანის უკან ბრძენი ქალები (დედები, ცოლები) იდგნენ. გიფიქრიათ, რატომ გამოუვიდათ ბრძენ ქალებს დიდებული კაცების აღზრდა? _ იმიტომ, რომ ისინი ენდობოდნენ, მიმართავდნენ, სთავაზობდნენ და ეკითხებოდნენ.

შესაძლოა, კაცი შეცდეს, ამაში საშინელი არაფერია. ერთხელ შეცდა, ორჯერ, ათჯერ, დაე, შეცდეს, ეს ნორმალურია. თქვენ გააგრძელეთ შესთავაზოთ _ ასე რომ გავაკეთოთ, რა იქნება?! ამით მას დაეხმარებით ნელ-ნელა გახდეს ჭკვიანი და ბრძენი. კაცი მაშინ ხდება კაცი, როდესაც გადაწყვეტილების მიღებას იწყებს. ვინც იღებს გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობაც მის კისერზეა. თქვენი ამოცანაა მხოლოდ შესთავაზოთ. 

თუ გსურთ, რომ იყოთ დედოფალი, უნდა დაეხმაროთ კაცს გახდეს მეფე, დიდებული და რეალიზებული ადამიანი. 90% ოჯახის ბედნიერება ქალზეა დამოკიდებული. თუკი ისწავლით მამაკაცის მოტივირებას, მეტს მიაღწევთ ცხოვრებაში. ნუ ცდილობთ 3-4 ადგილზე მუშაობას, ისწავლეთ მამაკაცთან ურთიერთობა და გამოიმუშავეთ მეტი მისი ხელებით. 
        

სხვადასხვა წყაროების მიხედვით გადმოთარგმნა და

მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ


მასალების გამოყენება პირადი მოხმარებისთვის უფასოა. 

 ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს ( "populars.ge" -ს) დასახელება.
"populars.ge" -ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ პუბლიკაციის საფასურის გადახდის შემთხვევაში.
ერთი პუბლიკაციის გამოყენების საფასური შეადგენს 100 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.




 

 
 
 
 
Категория: რჩევები | Просмотров: 2002 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0