Главная » 2016 » ოქტომბერი » 27 » ყველა ქალს უნდა ჰქონდეს...
11:43
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს...

ეს ჩამონათვალი დაწერა სცენარისტმა პამელა რედმონდ სატრანმა. და იცით, ამაში არის რაღაც სიმართლეც. წაიკითხეთ და გვიამბეთ, ეთანხმებით?

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

საკმარისი საკუთარი ფული იმისთვის, რომ წავიდეს და ბინა იქირავოს,

მაშინაც კი თუ ეს არასოდეს მოუნდება

ან ეს არასოდეს დასჭირდება.

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

რაღაც განსაკუთრებული, რომ ჩაიცვას

თუ უცებ მისი ოცნების კომპანიაში მოხვდება

ან მისი ცხოვრების პაემანი აქვს უკვე ერთ საათში.

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

ახალგზარდობა, რომელიც ქალი მზადაა უკან დატოვოს.

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

რამდენიმე ცოდვა, რომელსაც ის სიამოვნებით მოყვება სიბერეში.

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

„ატვიორკების“ ნაკრები, უკაბელი დრელი და შავი მაქმანიანი ბიუსჰალტერი.

 

ყველა ქალს უნდა ჰყავდეს

ერთი მეგობარი, რომელიც ყოველთვის ახერხებს მის გამხიარულებას

და ერთი მეგობარი, რომელიც მოსწმენდს ცრემლებს.

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

თუნდაც ერთი ღირებული რბილი ავეჯი, რომელიც მან თვითონ შეიძინა და არ მიუღია ნათესავებისგან.  

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

რვა ერთნაირი თეფში, რვა ბოკალი ღვინისთვის და საჭმლის რეცეპტი, რომელიც მის სტუმრებს აღაფრთვანებს.

 

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს

შეგრძნება, რომ ის თავად მართავს თავის ბედს.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს

როგორ შეუყვარდეს ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოს ამ სიყვარულში.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს,

როგორ წამოვიდეს სამსახურიდან, დაშორდეს მამაკაცს, იჩხუბოს მეგობართან _

და შეინარჩუნოს მეგობრობა ყველა ასეთ შემთხვევაში.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს,

როდის იყოს შეუპოვარი

და როდის დათმოს.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს,

რომ მას შეუძლია თავისი თეძოებისა სიგანის შეცვლა.

 

 ყველა ქალმა უნდა იცოდეს,

რისი გაკეთება ღირს და

რისი არა სიყვარულისთვის.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს,

როგორ იცხვროს მარტომ,

მაშინაც კი თუ ეს მას არ მოსწონს.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს,

ვის შეიძლება ენდოს და ვის _ არა.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდეს,

სად წავიდეს, როცა მის სულს ნუგეში სჭირდება

 _ სამზარეულოში დაქალთან

თუ ძვირადღირებულ სასტუმროში ქალაქიდან შორს.

 

ყველა ქალმა უნდა იცოდს,

რა შეუძლია და რა არ შეუძლია დღეს... 

ერთი თვის შემდეგ... 

ერთი წლის შემდეგ.

 

წყარო: Adme.ru

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

იდეები პატარა სამზარეულოს მოხერხეულად მოწყობისთვის

90 წლის მოგზაური ლენა ბებო, რომელმაც ნახევარი მსოფლიო შემოიარა

ლიზა ყენია ხალათში

ერეკლე კოდუას რჩეულის გამომწვევი სამოსი

ნინი ქარსელაძის საწვიმარმა დიდი მოწონება დაიმსახურა

თმის ვარცხნილობები შემოდგომა-ზამთარი 2016-2017

კიანუ რივზის პოსტი

გინდა შენი FACEBOOK-ის პირად კედელზე POPULARS.GE-ს ყველა პოსტი გამოჩნდეს?

Категория: რჩევები | Просмотров: 1839 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar