Главная » 2016 » ნოემბერი » 19 » ფრთხილად, ახალი ვირუსის ეპიდემია! მშობლებო, თქვენ ეს უნდა იცოდეთ
18:13
ფრთხილად, ახალი ვირუსის ეპიდემია! მშობლებო, თქვენ ეს უნდა იცოდეთ

პირველივე ცივ დღეებში ჩნდება ინფექციური დაავადებები, განსაკუთრებით კი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. წელს ექიმებმა დააფიქსირეს ახალი გაცილებით მტკიცე ვირუსი. ეგზანთემით ვეზიკალური სტომატიტის ენტეროვირუსი, რომელსაც ხალხში მოიხსენიებენ, როგორც „ხელი-ფეხი-პირი“, ბოლო დროს სწრაფად პროგრესირებადი გახდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელი ამ დაავადებების შემთხვევებით შესაძლოა რეკორდული აღმოჩნდეს.



ვირუსის სიმპტომები ტემპერატურითა და ყელის ტკივილით წააგავს გაციებას. გარდა ამისა, ხელისა და ფეხის გულებზე, ასევე, პირში ავადმყოფს უჩნდება წითელი წყლულოვანი ლაქები. იშვიათ შემთხვევებში წყლულოვანი გამონაყარი ჩნდება სხეულის სხვა ნაწილებშიც, სასქესო ორგანოებზეც კი.



რატომ არის ეს ვირუსი ასეთი გავრცელებული? საქმე იმაშია, რომ დაავადება ძალიან ადვილად გადამდებია. ის გადაეცემა კონტაქტის დროს ავადმყოფის ნერწყვითა და ლორწოთი. უფრო დეტალურად, რომ ვთქვათ, თქვენ ის შეიძლება გადაგედოთ ავადმყოფის ხველებისგან, კოცნისა და ხელის ჩამორთმევისგან.



ზუსტად ამიტომ დაავადება განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ასევე, კოლეჯებში.  ამ დაავადების გადატანა შესაძლოა მოუწიოთ მათაც, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვს. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ასაკოვან ადამიანებსაც.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ძალიან ცუდი შესახედია, ის არ არის საშიში დაავადება. ჩვეულებრივ ორგანიზმს სჭირდება ერთი ან ორი კვირა, რომ დამოუკიდებლად დაამარცხოს დაავადება. რა თქმა უნდა, პირველივე სიმპტომებზე აუცილებლად უნდა გაესინჯოთ ექიმს, რომელიც დაგისვამთ ზუსტ დიაგნოზს და დაიწყებთ შესაბამის მკურნალობას. ასევე, რომ არ გადასდოთ სხვებს, მოგიწევთ სრულ გამოჯანმრთელებამდე სახლში დარჩენა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის სიმპტომები ჩვეულებრივ სუსტად ვლინდება, მან შესაძლოა მიგიყვანოთ სერიოზულ გართულებამდეც, განსაკუთრებით დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირები. იშვიათ შემთხვევებში დაავადება იწვევს მენინგიტსა და ენცეფალიტს.

 

იმისთვის, რომ ამ დაავადებისგან თავი აირიდოთ დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები, თქვენმა ბავშვებმა კარგად დაიბანონ ხელები ჭამის წინ და საზოგადოებრივ ადგილებზე ყოფნის შემდეგ. და თუ მაინც დაავადდით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და მიეღეთ ბევრი სითხე, მაშინაც კი თუ წყლულოვანი გამონაყარის გამო გიჭირთ გადაყლაპვა.

 

იმისთვის, რომ დაიცვათ ახლობელი ადამიანები ამ დაავადებისგან, გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. გაუფრთხილდით თავს და იყავით ჯანმრთელები!

 

წყარო: littlethings.com

თარგმანი: ფიქრია ჭალიძე         

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

აი, რატომ აცვიათ ქირურგებს ცისფერი ან მწვანე ფერის ხალათები და არა თეთრი

10 ფოტო, რომელშიც თავის თავს ყველა მშობელი ამოიცნობს

თამო ვაშალომიძის მოკვლა უნდათ? "რამეს გიშავებთ? _ თამო ვაშალომიძე

აირჩიეთ ფანჯარა და ის გეტყვით რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეცნობიერად

იყო თუ არა უგონოდ მთვრალი გოგონა ფოტოზე თიკა ჯამბურია?

მაკა ასათიანს მეგობრებმა დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცეს/ ვიდეო

20 ბუნების შედევრი ზამთრისა და გაზაფხულის მიჯნაზე

Категория: ჯანმრთელობა | Просмотров: 4990 | Добавил: popularsge | Теги: ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar