Главная » 2016 » სექტემბერი » 22 » პატარების იუმორი
11:11
პატარების იუმორი

ბავშვები _ თავისებური პატარა ბრძენები არიან, რომელთა გონებაც ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემებით არ არის დატვირთული. მათ სუფთა ცნობიერებაში სამყარო ისეთად აღიქმება, როგორც თვითონ ხედავენ და გრძნობენ. და როცა ისინი გვიზიარებენ თავის დაკვირვებებს და გვაძლევენ რჩევებს, ეს ერთდროულად გვაკვირვებს და გვაცინებს კიდეც. ბავშვობა უცებ გადის, სამწუხაროდ, დრო ჩვენი მეხსიერებიდან ბევრ მომენტს შლის. გთავაზობთ სასაცილო ამბებს პატარების რეალობიდან.

***

საბავშვო ბაღში ხატვის გაკვეთილი აქვთ. პედაგოგი მიდის გოგონასთან, რომელიც ღიღინით რაღაცას ჯღაბნის:
_ რას ხატავ?
_ ღმერთს.
_ და რომ არავინ არ იცის, როგორ გამოიყურება?
_ ახლა გაიგებენ!


***
3 წლის და 10 თვის მათე ოთახში თამაშობს, მის უკან ჩართულია ტელევიზორი. ფილმის მთავარი გმირი სხვა პერსონაჟს სიყვარულში უტყდება და ეუბნება, რომ მისი დანახვისას მუცელში უცნაურ გრძნობას განიცდის...
მათემ, ისე რომ თავიც არ აუწევია, კომენტარი ესროლა:
_ ჭიები გყავს, მეგობარო, ჭიები!


***
მამა რეკავს სახლში, რომ 7 წლის ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიგოს.
_ როგორ ხარ? სიცხე რამდენი გაქვს?
_ ორმოცდასამი...
_ არ არსებობს!
_ მართლა, დედამ ახლახანს გამისინჯა.
_ და რა თქვა მერე დედამ?
_ დედამ თქვა 37 და კიდევ 6-აო.


***
დედას ხელმოკიდებული 9 წლის ვაჟი მიჰყავს. გზაზე ნაცნობი შეხვდათ: 
_ უკვე როგორი დიდი ბიჭი ხარ და ისევ ხელჭაკიდებული დაჰყვები დედას. 
ბიჭმა დედას შეხედა თვალებში და ხმამაღლა დაიწყო:
_ დე, მაგას შვილები გაეზარდნენ და შურს შენი, შენ არ ინერვიულო, მე ახლა გაკოცებ კიდეც.


***
9 წლის ბავშვი: 
_ დედა, ყველა საავადმყოფოში რატომ არის აიბოლიტის სურათი, ის ხომ ვეტერინარი იყო!


***
საუბარი პატარა ვაჟთან:
_ დე, არაჟანი სასარგებლოა?
_ კი, სასარგებლოა. 
_ მწვანილი სასარგებლოა?
_ სასარგებლოა. 
_ მაშინ მიყიდე ჩიპსები არაჟნითა და მწვანილით. 


**
გოგონა მიიყვანეს ექიმთან. ექიმმა აჩვენა სურათები, რომელზეც გამოსახული იყო ძროხა, ღორი, ცხვარი და ცხენი და სთხოვა ერთი სიტყვით დაესახელებინა ისინი.
_ მხეცი!
ექიმს გაეცინ და უთხრა, პრინციპში მართალი ხარ, მაგრამ უნდა გეთქვა შინაური ცხოველები. პატარა არც კი დაფიქრებულა, ისე უპასუხა: 
_ ეგ უკვე ორი სიტყვაა. 


**
ექვსი წლის ბიჭმა ვერაფერი ვერ გაიგო თავისი ერთი წლის ძმის ლაპარაკიდან. დედას მიუბრუნდა და ეკითხება: „დე, დარწმუნებული ხარ, რო ქართველია?“


**
პარკში დედა და 2 წლის შვილი სეირნობდნენ, დაინახეს ტყუბები. პატარამ მათ დიდხანს უყურა და ბოლოს იკითხა: 

_ ჩემი ასეთი სად არის?!

 

***

ნაცნობი ცდილობდა ბიჭი თავის ოთახში დაძინებას მიეჩვია. პატარამ მშბლებთნ ერთად დაიძინა, დედამ საბავშვო ოთახში გადაიყვანა. 15 წუთის შემდეგ დაბრუნდა მშობლების საწოლში. დედამ დაძინებული ისევ უკან წაიყვანა. ის ისევ მობრუნდა. როცა უკვე მესამედ მიჰყავდა თავის ოთახში, მძინარე შვილმა ჰკითხა:

_ და კიდე დიდხანს უნდა ვირბინოთ ასე?! 

 

თხოვნა რედაქციისგან:

თუ მასალა მოგეწონათ და თქვენც გყავთ ასეთი პატარა ენაკვიმატი სახლში, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი ისტორია, პატარას სახელი, გვარი, ასაკი და ფოტო. ერთად შევიქმნათ პოზიტიური განწყობა. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: populars.ge@populars.ge; populars.ge@gmail.com 
facebook: www.facebook.com/populars.ge 

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 რა დაავადებებზე მიუთითებს თმის ცვენა

ზოგადად დღეში 60-დან 100-მდე თმის ღერს ვკარგავთ. მაგრამ ზოგჯერ ეს ციფრი საგრძნობლად იზრდება. ამის პირველი მიზეზია ის, რომ თმის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე ...  

 

მითი და რეალობა ალერგიის შესახებ

სტატისტიკის მიხედვით, დღეისათვის ალერგიით დაავადებულია დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი. ალერგიასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ვისაუბროთ ზოგიერთ მათგანზე ...

 

13 ქალური თვისება, რომელსაც მამაკაცები განსაკუთრებით აფასებენ

მაშ ასე, გთავაზობთ 13 ქალურ თვისებას, რომლის მქონე ქალბატონებსაც მამაკაცები ხელიდან არ ...

 

 

8 ნახატი იმისა თუ, როგორ გამოიყურება ცხოვრება 30 წლის შემდეგ!

ბავშვობაში გვეჩვენება, რომ 30 წელი _ ოჰოჰოო, რა ბევრია! ვიზრდებით და მაინც გვეჩვენება, რომ ეს ბევრია. მხოლოდ მაშინ, როცა ამ ასაკს მივაღწევთ, თავდაუზოგავად ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ 30 ეს ისეთი ...

 

საოფისე ჩაცმულობის მოდური სტილი (47ფოტო)

ის, რომ ოფისში მუშაობთ და ჩაცმულობის მხრივ შესაბამისად გარკვეული შეზღუდვები გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად „მოწყენილი“ სამოსით უნდა იაროთ. ინტერნეტ ჟურნალი populars.ge გთავაზობთ ...

 

“ძვირფასო მეუღლევ! მე ის აღარ ვარ, ვისზეც იქორწინე...“

ლორამ ეს ტექსტი ამერიკულ ჟურნალ „მშობლებისთვის“ დაწერა და ის ელვის სისწრაფით მოედო მთელს ინტერნეტს. წერილის სტრიქონები მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის... 

Категория: პოზიტიური | Просмотров: 2304 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar