Главная » 2015 » ოქტომბერი » 31 » ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და გახდომა
17:04
ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და გახდომა
ბევრს აინტერესებს, რატომ ხდება, რომ ზოგი ყველაფერს მიირთმევს, რასაც მოისურვებს, ამასთან არც სუქდება, ხოლო ზოგი დიეტებით იტანჯება და მაინც წონაში მატულობს? სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეს დარღვეული ნივთიერებათა ცვლის ბრალია. 
ჩვეულებრივ ნივთიერებათა ცვლა ხდება სწრაფად ან ნელა. ორგანიზმი საჭმლისგან მოძრაობის უნარისათვის საჭირო ენერგიას იღებს. იმ შემთხვევში თუ ბევრ საკვებს მიიღებთ ან _ პირიქით, ორგანიზმში რთული პროცესები დაიწყება. 
 
უფრო კონკრეტულად კი: 
 
• თუ იმაზე მეტ საჭმელს მიიღებთ, ვიდრე ორგანიზმს ესაჭიროება, ის ამას დაუფიქრებლად ცხიმიან დანალექად გადააქცევს. 
• თუ თქვენ შეზღუდავთ კვებას, ორგანიზმი იფიქრებს, რომ რთული დრო დაუდგა და თვითონ დაიწყებს მისთვის საჭირო მარაგზე ზრუნავს. შესაბამისად, ამჯერადაც იგივე პროცესი დაიწყება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ორგანიზმში საჭმლის ცხიმის დალექვა მოხდება. ასეთ დროს ნივთიერებათა ცვლა ნელდება. 
 
ნივთიერებათა ცვლის აღდგენა? 
 
ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის აღდგენა. ამასთან მნიშვნელოვანია, კარგად გახსოვდეთ, რომ არ უნდა მოხდეს ნვთერებათა ცვლის აჩქარება, ის ნორმალურად, ორგანიზმის შესაბამისად უნდა ფუნქციონირებდეს. მკვეთრად უნდა გაითავისოთ, რომ ნივთიერებათა ცვლის აღდგენისთვის საჭიროა ენერგის დახარჯვა. 
 
დაკავდით სპორტით   
 
სპორტი საუკეთესო საშუალებაა ენერგიის დახარჯვის მხრივ. ჩაეწერეთ სპორტულ დარბაზებში, დაიწყეთ დილაობით სირბილი. შეგიძლიათ ფიზიკურ დატვირთვას ყოველდღე თუნდაც მხოლოდ 15 წუთი დაუთმოთ, ეს ორგანიზმის მუშაობას წესრიგში მოიყვანს. 
 
გახდომა სამუშაოზე 
 
ხალხის უმეტესობა ოფისებში მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ დილიდან საღამომდე ერთ ადგილზე სხედან. მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი არსებობს გახდომის შესაძლებლობა. კალორიები იწვებიან კუნთის ქსოვილის დაჭიმვისა და დაძაბვისას. ამიტომ სამუშაოზე ყოფნისას ეცადეთ იფუსფუსოთ, იპოვეთ მიზეზი მეტი სიარულისთვის. ამით თქვენ დააჩქარებთ გახდომას იმ შემთხვევაშიც კი თუ ნითიერებათა ცვლა ბუნებრივად ნელი გაქვთ. 
 
ნივთიერებათა ცვლის კონტროლის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ამათგან ერთ-ერთს ექიმი როი მარტინა (რომელიც ჯანმრთელობის შესახებ 60-ზე მეტი წიგნის ავტორია) გთავაზობთ. 
კარგი აღნაგობის საშუალებები: 
 
მართალია, ეს წესები ნივთიერებათა ცვლის კონტროლში დაგეხმარებათ, მაგრამ თქვენგან მოითხოვენ ნებისყოფასა და დიდ სურვილს შეცვალოთ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ თქვენი ცნობიერებაც. 
ამოიგდეთ თავიდან ფიქრები ვერშეძლების შესახებ სავარჯიშოების შესრულებისას შეეცადეთ ბოლომდე გათავისუფლდეთ ვერშეძლების შეგრძნებიდან. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ რაც მძიმედ და ინტენსიურად სუნთქავთ, მით უფრო აქტიურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა. ხშირად გააკეთეთ სუნთქვის სავარჯიშოები. 
 
საკუთარ თავზე ადამიანის წარმოდგენის შესაცვლელად თვითშთაგონება ძალიან ეფექტური საშუალებაა. ორგანიზმში ნებისმიერი ცვლილების წყაროს პირველ რიგში ჩვენი ტვინი წარმოადგენს. თუ თქვენ გინდათ, რომ უკეთესად გამოიყურებოდეთ, დაიწყეთ თქვენი თავის ისე წარმოდგენა, როგორიც გინდათ რომ იყოთ. შედეგი არ დააყოვნებს. 
 
დაიცავით რეჟიმი 
 
გაექეცით ისეთ პროდუქტებს, რომლებიც სახამებელს შეიცავენ. ყურდაღება მიაქციეთ ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს. დღეში 2-3 ლიტრა წყალი დალიეთ, მიირთვით დაბალკალორიული სალათები ან უბრალოდ ვაშლი სადილისა და ვახშმის შემდეგ.     
               
როგორც ყველა საქმეში, გახდომისასაც საჭიროა შეინარჩუნოთ სიმშვიდე. ეცადეთ კარგად გამოიძინოთ და ყოველთვის აკონტროლოთ თქვენი ემოციები
Категория: სილამაზე | Просмотров: 1775 | Добавил: popularsge | Теги: ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და გ | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar