Главная » 2019 » ივნისი » 8 » მსოფლიოს 3 ყველაზე გასაოცარი რესტორანი
18:07
მსოფლიოს 3 ყველაზე გასაოცარი რესტორანი

ადამიანების გასაკვირებლად თუ შემოსავლის მისაღებად, ხალხი უამრავ საინტერესო რამეს იფიქრებს. დღეს წარმოდგენილი რესტორნებიც, სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან. გთავაზობთ მსოფლიოში სამ ყველაზე გასაოცარ რესტორანს, თქვენ კი მოგვწერეთ კომენტარებში, რომელი მოგეწონათ და რომელს მოინახულებდით სიამოვნებით.

 

1. მალდივები, რესტორანი " Ithaa"

მალდავის რესპუბლიკაში პირველი წყალქვეშა რესტორანი Ithaa მდებარეობს. რესტორნის დასახელება ადგილობრივ ენაზე, დევიჰისზე "მარგალიტის ნიჟარას" ნიშნავს. რესტორანი 2005 წელს გაიხსნა. 

Ithaa-ში სტუმრობა ნამდვილი მიწისქვეშა მოგზაურობაა. იმისთვის, რომ რესტორანში აღმოჩნდეთ, საჭიროა პალმის ფოთლებით გადახურულ პავილიონში ხრახნული კიბე ჩაიაროთ და 5 მეტრით დაბლა ჩახვიდეთ. დარბაზი მხოლოდ 14 სტუმარს იტევს. მოღუნული გამჭირვალე სახურავი კი ზღვის სილამაზით დატკბობის საშუალებას იძლევა.


2. დუბაი რესტორანი "Chillout Ice Lounge"

 

ყინულის ბარი დუბაის მუდმივ სიცხეში განსაკუთრებულ აზრს იძენს. Chillout Ice Lounge მდებარეობს Times Square Center Dubai-ში, სადაც მუდმივად სუფევს მშველელი სიგრილე. მთელი ავეჯი და დეკორი დამზადებულია ყინულისგან. მაგიდები, სკამები, ბარის დახლი, ლამპრები, სანათები, ოსტატურად გამოჭრილი სკულპტურები და ნახატები სხვდასხვა ფერს აშუქებენ, ამავე დროს არ გამოყოფენ სითბოს. მათ სხივში ყინული ციმციმებს და ლივლივებს.

ბარში სტუმრობა დაახლოებით 20 ევრო ღირს. თანხაში შედის თბილი ტანსაცმელი, ქუდი და ერთი ჭიქა გამათბობელი სასმელი. დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში შეგეძლებათ გათბეთ სუპით, სენდვიჩით, დესერტებითა და უალკოჰოლო კოქტეილებით, რომლებსაც ოფიციანტები თავად მოგართმევენ. ბარს მნახველებისაგან მოსვენება არ აქვს, შესაძლოა იმიტომაც, რომ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მცხოვრებლების უმეტესობისთვის ეს თითქმის ერთადერთი საშუალებაა შეიგრძნონ და გაიგონ რა არის ყინვა და თოვლი. 


3. ფილიპინები, Villa Escudero Restaurant

 

1880-იან წლებში პლაჩიდო ესკუდერომ დაიწყო შაქრის ლერწმის გაზრდა, XX საუკუნის დასაწყისში მისმა შვილმა არჩევანი ქოქოსზე შეაჩერა და ქვეყანაში პირველი ელექტროსადგური ააგო, ხოლო 1981 წელს მათმა შთამომავლებმა პლანტაცია მნახველებისათვის ღია გახადეს.

ანტიკვარიატის ოჯახური კოლექცია, რომელიც ნახევარი ასწლეულის განმავლობაში გროვდებოდა მუზეუმს დაემსგავსა. რელიგიური არტეფაქტები, ჩინური ფაიფური, ძველებური ავეჯი, საომარი რელიქვია და ეთნიკური ობიექტები, გამოფენილია დასატვალიერებლადაა გამოფენილი. დაინტერესებული ტურისტები მოდიან, როგორც ერთი დღით დასათვალიერებლად, ისე 10 დღით, დასარჩენად და დასასვენებლად. ამ ტერიტორიაზე არსებობს სასტუმროც.

გარდა სასტუმროსი არის რესტორანი, რომელიც მნახველებისათვის, ასევე, გამორჩეული და საინტერესოა. ჩანჩქერის კალაპოტი ჩამწყვდეულია ბეტონში, რესტორნის მაგიდები კი განლაგებულია პირდაპირ წყალში. აქ შეგიძლიათ მიირთვათ ტიპიური ფილიპინური სამზარეულის კერძები (თევზი, ბოსტნეული სოუსში, ბრინჯი), რომელიც ალბათ ძალიან სასურველი იქნება პლანტაციაში სეირნობის შემდეგ. როგორც რესტორნის სტუმრები ამბობენ, "ისადილო ისე, რომ ფეხები კოჭებამდე გრილ წყალში გქონდეს ადგილობრივ კლიმატში _ განსაკუთრებული სიამოვნებაა".


 
 
 
 

  რაშია თქვენი დაბალი თვითშეფასების მიზეზი?

 

 

 

  როგორ ვათხოვნინოთ ცოლობა შეყვარებულს?

 

 

 

  რა შეცვლის ხასიათს?

 

Категория: სხვადასხვა | Просмотров: 41 | Добавил: popularsge | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0