18:20 მარკ ცუკერბერგის მეუღლე, პრისცილა ჩანი (მილიარდერების ცოლები, ნაწილი I) ვიდეო | |
ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე პრისცილა ჩანი ვიდეო ვერსია პრისცილა ჩანი თავისი უბრალო გარეგნობითა და ჩაცმულობით, არაექსცენტრიული ქცევებითა და არაძვირფასი საყიდლებით, საზოგადოების ყურადღებას ნამდვილად იქცევს. მისი შეუხედავი გარეგნობის გამო, ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს უკვირს და აინტერესებს: "მარკ ცუკერბერგმა, მილიარდერმა, რატომ არ შეცვალა თავისი უნივერსიტეტის დროინდელი სიყვარული რომელიმე სუპერმოდელზე, მომღერალზე ან მსახიობზე?" მარკ ცუკერბეგმა და პრისცილა ჩანმა ერთმანეთი ჰარვარდში სწავლის დროს, სტუდენტურ საღამოზე გაიცნეს. ბიოლოგიის ფაკულტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ გოგონამ სწავლა კალიფორნიის უნივერსიტეტში, პედიატრიის განხრით გააგრძელა. ჩანმა ერთი წელი საჯარო სკოლაში პედაგოგადაც იმუშავა. საყვარელი ადამიანისგან ხელისა და გულის თხოვნას კი 9 წელი ელოდა. პრისცილა იყო ერთ-ერთი იმ პატარა ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერდა Facebook-ის დამფუძნებელს სოციალურ ქსელზე მუშაობის დასაწყისიდანვე. 2010 წელს, 7-წლიანი ურთიერთობის მერე, ჩანი შეყვარებულთან გადავიდა საცხოვრებად. საკუთარ ნიშნობას წყვილი გულმოდგინედ მალავდა. საზოგადოებამ ამის შესახებ გვიან, კორპორაცია Microsoft-ის პრეზიდენტის ბილ გეიტსისგან გაიგო. ქორწილი ცუკერბერგის სახლში ჩატარდა. მას 100 სტუმარი ესწრებოდა. წყვილის გადაწყვეტილებით დღესასწაულმა საკმაოდ მოკრძალებულად ჩაიარა.
მიუხედავად იმისა, რომ ცუკერბერგის განკარგულებაში მილიარდებია, მისი მეუღლე გლამურობის, ბრილიანტებისა და დიზაინერების მიერ მოდურად შერჩეული სამოსის მიმართ გულგრილია. სამაგიეროდ, როგორც ჩანს დიდი გავლენა აქვს ქმრის ინტერესებსა და საქმიანობაზე. სწორედ პრისცილას წყალობით ყველა ქსელის მომხმარებელ ამერიკელს შეუძლია გახდეს დონორი, ფეისბუქის ინტერფეისით დაადგინოს პირველივე უახლოესი საავადმყოფოს მისამართი და სისხლი ჩააბაროს.
ცუკერბერგის განმარტებით, ეს ფული უნდა მოხმარდეს ადამიანური პოტენციალის განვითარებასა და ბავშვებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას მთელ მსოფლიოში. გზავნილში, რომელიც ახალშობილს ეძღვნებოდა, ცუკერბერმა თავის ქალიშვილ მაქსს უსურვა, გაზრდილიყო ისეთ სამყაროში, რომელიც ჩვენს მსოფლიოზე უკეთესი იქნებოდა.
ფიქრია ჭალიძე | |
|
Всего комментариев: 0 | |