16:10 მაგარი და რბილი თანხმოვნები | |
რბილი თანხმოვნების წარმოთქმისას სამეტყველო ორგანოები ისევეა განლაგებული, როგორც მაგარი თანხმოვნების წარმორთქმისას, ხოლო განსხვავებით ენის შუა ნაწილი იწევა უფრო მაღლა მაგარი სასისაკენ. მაგალითად, з-ს წარმოსათქმელად ენის წვერი უახლოვდება ზედა კბილებს, წარმოიშობა ნაპრალი, რომელშიც გადის ჰაერის ნაკადი. რბილი з-ს წარმოსათქმელად სამეტყველო ორგანოები ასრულებენ ყველა ამ სამუშაოს, ხოლო, გარდა ამისა, ენის ზურგი იწევა ზევით მაგარი სასისკენ. წერაში თანხმოვნების სილბო აღინიშნება სხვადასხვანაირად:
2. თანხმოვნის სილბოს აღნიშნავს მომდევნო ხმოვანი, მაგალითად: სიტყვაში пюре (პიურე) п-ს სილბოს აღნიშნავს ю ასო. სიტყვაში няня (ძიძა) თანხმოვან н-ს სილბოს აღნიშნავს ხმოვანი я. სიტყვში силос (სილოსი) თანხმოვან с-ს სილბოს აღნიშნავს ხმოვანი и. უნდა ვიცოდეთ, რომ и-ს წინ თანხმოვნები ყოველთვის რბილებია (ეს არ შეეხება ж, ш, ц თანხმოვნებს). არ სჭირდება სილბოს აღნიშვნა ч და щ თანხმოვნებს, რადგან ისინი ყოველთვის რბილებია. ამგვარად, თანხმოვნების სილბოს აღნიშნავენ მომდევნო ხმვნები: я, е, ё, ю, й.
გ. გოლეთიანის სახელმძღვანელოდან
<<მეთერთმეტე გაკვეთილი მეთორმეტე გაკვეთილი>>
რუსული ენის გაკვეთილები და სავარჯიშოები
| |
|
Всего комментариев: 0 | |