Главная » 2016 » ოქტომბერი » 28 » ლიზა ვადაჭკორიას ია ფარულავას გამო ცნობილი ქართველები დაუპირისპირდნენ
15:16
ლიზა ვადაჭკორიას ია ფარულავას გამო ცნობილი ქართველები დაუპირისპირდნენ

ლიზა ვადაჭკორიამ სოციალურ ქსელში ია ფარულავასა და "იბერიას" ჟურნალისტს შორის მოდის კვირეულზე ინტერვიუსას მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. შეგახსნებთ, რომ ჟურნალისტმა მსახიობს ჩაცმულობა დაუწუნა. ვადაჭკორიამ ჟურნალისტს საქციელი შეუქო და ია ფარულავა უზრდელ ქალად მოიხსენია: 

“ყოჩაღ, რუსკა! ძლივს არ მოსვეს ეს უზრდელი ქალი თავის ადგილზე”, – დაწერა facebook-ის საკუთარ კედელზე ვადაჭკორიამ.
ლიზას პოსტს ინტერნეტმომხმარებლების განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ერთი ნაწილი ფარულავას უწუნებს ზრდილობას, მეორე ნაწილი კი – ჟურნალისტს.

ცნობილი ჟურნალისტის კომენტარს შეშფოთებული პოპულარული ქართველები გამოეხმაურნენ: 

მაია დარსმელიძე:” რა ყოჩაღ? ამ ვიდეოში არაკომპეტენტური + უზრდელი “ჟურნალისტის” გარდა ვერავის ვხედავ გაბანძებულს”.



მამუკა გამყრელიძე: “ფარულავას ლექსიკა მისი სტილი ან გნებავთ პრობლემაა და ჟურნალისტი არ უნდა აყვეს რესპონდენტს. მე მგონი სწორედ ჟურნალისტი გამოჩნდა სრულიად მოუმზადებელი ფარულავა კი თავის მოედანზე მშვენივრად გრძნობდა თავს”.



რუსუდან ვაშაკიძე:  “ჰოდა რატომ მოეჩვენა, რომ ფორმაში არ არის ია? ფარშევანგის კაბით ხომ არ მივიდოდა?”



თამუნა მუსერიძე: “2 რამ ვერ გავიგე: 1.იას უზრდელობა ამ ვიდეოში
გამოიკვეთა,თუ ზოგადად არის უზრდელი? 2. ეს გოგონა იას ჰკიცხავს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი “ჩვეულებრივადაა” ჩაცმული და სამ წუთში ამბობს, მერე რა, მეც ჯინსები მაცვიაო. ანუ თუ თვითონაც “ჩვეულებრივად” ჩაცმული მივიდა, მაშინ იას რაღას ეცა??”



იუნა შაფათავა: “კაი, ლიზ, “ხამკაა”…. უზრდელი გოგოა, დილეტანტი. რას წარმოადგენს, ასე აგდებულად რომ ელაპარაკება იას, ამ “ხამკობით” იმკვიდრებს ადგილს? მიკვირს, ია რატომ გაჩერდა ამდენ ხანს, არც უსმენს, ფაქტია…”



ეკო ფანგანი: “აგდებით და შენობით საუბარი რესპოდენტთან კარგია, ლიზა?! “საფეშენვიკოდ” სპეც მზადება და ბლა-ბლა-ბლა… კარგი, ასე ფიქრობს ეს
გოგო, ალბათ… მაგრამ ადამიანს ჟურნალისტი მიკროფონით მიადგე, არ ალაპარაკო, ეუზრდელო და გავარდე, ამით ვერავის ვერ “მოსვამ”, პირიქით!”



ასევე გთავაზობთ კონფლიქტის ჩანაწერს. 

 

 


ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

საიდუმლო ადგილი თვითმფრინავებში, რომელსაც ვერ წარმოიდგენდით

ელეგანტური სიბერე: როგორ გამოიყურებიან სიბერეში მოვლილი ქალები

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანახაობა

ქალს უნდა ჰქონდეს...

4 წლის პოლიგლოტი გოგონა

90 წლის მოგზაური ლენა ბებო, რომელმაც ნახევარი მსოფლიო შემოიარა

ყველაზე უჩვეულო ხელისა და გულის თხოვნა

როგორც ჩანს, მეცნიერებმა ბოლოს და ბოლოს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნეს

სოფო ბედია: "მიყვარხარ ჩემო თბილო დათვო"

Категория: ცნობილი ადამიანები | Просмотров: 1712 | Добавил: popularsge | Теги: ცნობილი ქართველები | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar