Главная » 2016 » იანვარი » 30 » ლაქების ამოყვანის რამდენიმე მეთოდი
20:01
ლაქების ამოყვანის რამდენიმე მეთოდი

გთავაზობთ ლაქების ამოყვანის სხვადასხვა მეთოდს:
ყავა, ჩაი

გადაჭიმეთ დალაქავებული ადგილი ქვაბზე (ან რაიმე ჭურჭელზე) და ზემოდან დაასხით მდუღარე წყალი. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 ლ წყლისა და 1 ს/კ სპირტის ნარევი. შემდეგ ცივ წყალში გაავლეთ.

ლუდი

გაავლეთ ქსოვილი 1 ს/კ სპირტისა და 0,5 ლ თბილის წყლის ნარევში.
შოკოლადი დალაქავებული ადგილი ჯერ უნდა გაავლოთ წყალში. უკვე შემშრალი ლაქა კი გამორეცხეთ 10 გ ბორის საპნისა და 1 ლ წყლის ნარევში.

წვენი, ხილი

თეთრი ქსოვილისათვის გამოიყენეთ მათეთრებელი ხსნარი, ფერადი ქსოვილისათვის _ ლიმონის მჟავა ან ლიმონის წვენი მარილით. 

ნაყინი

ჯერ გაავლეთ ცივ წყალში. უკვე შემშრალი ლაქა კი ამორეცხეთ 10 გ ბორის საპნისა და 1ლ წყლის ხსნარში. 
ლიქიორი უნდა გაწმინდოთ ამონიუმის სპირტით. 

პომიდვრის წვენი

დალაქავებული ადგილი გარეცხეთ თბილი წყლისა და ამონიუმის სპირტის ხსნარში. შემშრალი ლაქა კი გაწმინდეთ წყალბადის პეროქსიდსა ან ამონიუმის სპირტში დასველებული ტამპონით. 

ჟანგი
აბრეშუმზე ან შალზე _ უნდა გაწმინდოთ ამონიუმის, სპირტისა და წყლის ნარევით; კოტონზე _ გამორეცხეთ თბილი ლიმონის წვენით. 

სისხლი

გამორეცხეთ ცივი წყლით ან თბილ წყალში გაზავებული ღვინის მჟავით. 

ოფლი

გაწმინდეთ ამონიუმიან წყალში დასველებული ტამპონით, გაავლეთ დისტილირებულ წყალში. 

იოდი

გაწმინდეთ ამონიუმის სპირტში დასველებული ტამპონით. 

ზეთოვანი საღებავი

მოათავსეთ ლაქიანი ქსოვილის ქვეშ მშრალი ქსოვილი და გაწმინდეთ ეთერზეთიანი ტამპონით. გამშრალი ლაქა უნდა დაარბილოთ ზეთით და შემდეგ გარეცხოთ. 

მელანი

გაწმინდეთ ლაქა სპირტიანი ტამპონით და შემდეგ გარეცხეთ ქსოვილი.

ცვილი

ფრთხილად მოაშორეთ ცვილის ნარჩენები ქსოვილს ბლაგვი დანით, დააფინეთ შემწოვი ფურცლები და გააუთოეთ. შემდეგ შეგიძლიათ გარეცხოთ. 

წითელი ღვინო
 

კოტონზე _ მოაყარეთ ლაქას მარილი და გარეცხეთ მოგვიანებით; აბრეშუმზე _ დაარბილეთ ლაქა რძით, შემდეგ გარეცხეთ თბილ წყალში და გაავლეთ საგულდაგულოდ. 

საღეჭი რეზინი

დაადეთ ლაქას ყინული. შემდეგ მოაცილეთ გამაგრებული რეზინის ნარჩენები. მოათავსეთ ლაქიანი ადგილი ფურცელზე და შიდა მხრიდან გაწმინდეთ სპირტიანი, აცეტონიანი ან ბენზინიანი ბამბით. შემდეგ გარეცხეთ.

ცხიმი, კარაქი, მარგარინი

მოათავსეთ დალაქავებული ადგილი ფურცელზე და შიდა მხრიდან გაწმინდეთ ბენზინიანი ან სპირტიანი ბამბით. გააშრეთ. შემდეგ დაასველეთ და გარეცხეთ.  

 

Категория: რჩევები | Просмотров: 2496 | Добавил: popularsge | Теги: ლაქების ამოყვანა | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar