ადამიანის ჯანმრთელობისათვის ორგანიზმში დიდი დოზით დაგროვილი მარილები სერიოზული პრობლემების მომტანია. ამ პრობლემას ჩვენი წინაპრები პრეპარატების გარეშე აგვარებდნენ. ქვემოთ სწორედ ხალხური მეთოდების შესახებ გიამბობთ.
1) 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 გრ წყალი. ადუღეთ 5 წუთი. ჩაასხით თერმოსში და გააჩერეთ 1 ღამე. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. შასურველი მისი გაკეთება 3 დღე.
2) 5 ცალი ლიმონი გახეხეთ კანიანად. დაასხით 1/2 ლიტრი ცივი ბორჯომი. გააჩერეთ ერთი დღე-ღამე და მიიღეთ ჭამის წინ 50 გრ (გაწურული).
3) 10ც ლიმონი გახეხეთ. დაასხით 1 ლიტრი ცივი ანადუღარი წყალი და 25 გრ ინგლისური მარილი. გააჩერეთ 1 დღე-ღამე. შემდეგ მიიღეთ სუფრის კოვზით ჭამის წინ (გაუწურავი).
4) 40 ცალი კაკლის უღელს დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ განახევრებამდე. მიიღეთ ჭამის წინ 100 გრ. კურსი 1 თვიანია.
5) 200 გრ ნიახური (ძირებიანი უკეთესია), ადუღეთ 1 ლიტრ ბორჯომში 10 წუთი. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 100 გრ ჭამის წინ 30 წუთით ადრე.
6) 200 გრ პირშუშხა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. 200 გრ თაფლი, 200 გრ ნიახური, 200 გრ არაყი, 200 გრ ლიმონი _ ყველაფერი ეს გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ თაფლი და არაყი. შედგით მაცივარში 5 დღით. გაწურეთ და მიიღეთ დილა-საღამოს სადილის კოვზით, ჭამის შემდეგ.
7) 20 ც აკაციის მწიფე ნაყოფი მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში. დააყენეთ 1 ლიტრამდე. გადაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 გრ ჭამის წინ 30 წუთით ადრე.
8) ასკილის, მაყვლის და ენდროს ძირებს მარილები დიდი რაოდენობით გამოაქვს შინაგანი ორგანოებიდან. |