ამ ფრაზას ძველბერძენ მეცნიერს არისტოტელეს მიაწერენ. მას მიაჩნდა, რომ სამყარო შედგებოდა 9 უძრავი ცისგან, რომლებზეც განთავსებულია ვარსკვლავები და პლანეტები. მისი მოსაზრებით, ყველაზე მაღლა _ მეცხრე ცაზე ღმერთები ცხოვრობდნენ, ცხოვრებას კი მხიარულებასა და ბედნიერებაში ატარებდნენ. არისტოტელეს მოსაზრებით, მეცხრე ცაზე მოხვედრილი ადამიანი ამ მხიარულებისა და ბედნიერების თანამონაწილე ხდება. |