Главная » 2015 » ნოემბერი » 16 » ჰომეროსის ფრაზები
14:32
ჰომეროსის ფრაზები

მოგეხსენებათ, იგი გახლდათ (დაახ. VIII ს.ძვ.წ.) ლეგენდარული ბრმა პოეტი, პოეტთა პატრიარქი, რომლის სამშობლო კუთხის პატივს შვიდი ქალაქი ცდილობდა. ჰომეროსი თავისი დიდი ეპოსით "ილიადა" და "ოდისეა", აგრეთვე მის სახელთან დაკავშირებული ჰიმნებით მსოფლიო პოეზიის სათავესთან დგას. მისგან მომდინარეობს ხატოვანი თქმა "ფრთიანი სიტყვა",ე.ი. სიტყვა, რაც მთქმელის ბაგიდან მსმენელის ყურამდე მიფრინავს და მრავალი სხვა.   

* * *
მსგავსი მსგავს ეძებს და ხალისით უკავშირდება. 

* * *
პატროკლეც მოკვდა, შენზე დიდი, და შენ ვინა ხარ!

* * *
მოთმენა გმართებს,უარესიც მოგითმენია! (ოდისევსის ძნელბედობაზე)

* * *
დილამდე ძილი არ ეკადრება
                   სარდალს დიდებულს, ქვეყნის გამგებელს,
რომელსაც ჯარი ჰყავს მინდობილი
                  და საზრუნავი აქვს უამრავი. 

* * *
გამბედავი და თამამი კაცი
                    აღწევს ყოველთვის სანუკვარ მიზანს. 
  

Категория: გამონათქვამები | Просмотров: 2909 | Добавил: popularsge | Теги: ჰომეროსის ფრაზები | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar