Главная » 2016 » ნოემბერი » 20 » “ერთი სხეული. ორი ფოტო“: ფიტნეს-ბლოგერმა ყველას, ვინც საკუთარი ფიგურით უკმაყოფილიოა, გაკვეთილი აჩვენა!
10:49
“ერთი სხეული. ორი ფოტო“: ფიტნეს-ბლოგერმა ყველას, ვინც საკუთარი ფიგურით უკმაყოფილიოა, გაკვეთილი აჩვენა!

საიდუმლო არაა, რომ ფოტოპოზირებისას თითქმის ყველაფერს რაკურსი წყვეტს. ყველა გოგომ იცის, რომელი მხრიდან უფრო უკეთ გამოიყურება მისი პროფილი, როგორ სჯობს გაღიმება ან როგორ პოზაში დადგეს, რომ კარგი ფოტო გამოვიდეს. იყო ყურადღებიანი საკუთარი თავის მიმართ ძალიან სასარგებლოა.

 

ფიტნეს-ბლოგერმა ეშლი მოლსტედმა გადაწყვიტა თამამი ნაბიჯი გადაედგა და ყველაფერი ეს იმის გამო, რომ ახალგაზრდა გოგონებს შეეწყვიტათ ზედმეტი განცდები საკუთარი ფიგურის გამო. ეშლიმ გადაიღო 2 ფოტო, ერთ-ერთ მათგანში ის კარგად პოზირებს, ხელები მაღლა აქვს აწეული, რომ მუცელი დაიჭიმოს. მეორე ფოტოზე კი ის განზრახ არის მოღუნული ისე, რომ მუცლის ნაკეცები ადვილად შესამჩნევი იყოს. გასაოცარია, არა?



ერთი და იგივე სხეული. სხვადასხვა კუთხიდან _ დაწერა ტრენერმა თავის ბლოგში.

 

„თქვენ, რა თქნა უნდა, ადრე სხვანაირი წარმოგედგინეთ. არცაა გასაკვირი, მე ხომ თქვენ მხოლოდ ჩემს პროფესიონალურ მხარეს განახებდით. მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მოვიდა დრო გავხდე ცოტათი უფრო გახსნილი“, _ გამოაქვეყნა თავის ბლოგზე ეშლიმ.

 

მოლსტედს მიაჩნია, რომ ყველა ადამიანმა თავისი თავი უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც არის. უნდა ისწავლონ საკუთარი ნაკლოვანებების მიღება და შემდეგ მათგან შექმნათ ღირსებები! ტრენერმა მკითხველს შეახსენა, რომ პრობლემები აქვთ ვარსკვლავებსაც ტელეეკრანებიდან, მაგრამ ეს საერთოდ არ უშლით მათ ხელს იმაში, რომ ბრწყინავდნენ წითელ ხალიჩაზე.

 

როგორ მოგეწონათ ასეთი ექსპერიმენტი? ეშლი შეეცადა გაემხნევებინა ყველა, ვინც საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის.

მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ

წყარო: refinery29.com

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 

ფრთხილად, ახალი ვირუსის ეპიდემია! მშობლებო, თქვენ ეს უნდა იცოდეთ

ფოტოგრაფი, რომელმაც დიასახლისები დედოფლებს დაამსგავსა!

10 ამოცანა, რომელიც შეუძლია გამოიცნოს მხოლოდ ნამდვილმა ან მომავალმა მილიონერმა!

აი, რატომ აცვიათ ქირურგებს ცისფერი ან მწვანე ფერის ხალათები და არა თეთრი

10 ფოტო, რომელშიც თავის თავს ყველა მშობელი ამოიცნობს

5 კომპონენტი, რომელიც თქვენს შამპუნში არ უნდა იყოს თუ გინდათ, რომ ჯანმრთელები იყოთ

5 საშუალება, როგორ გაარჩიოთ ბრენდი ყალბისგან

Категория: სილამაზე | Просмотров: 2545 | Добавил: popularsge | Теги: რჩევები, ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar