|  ერიხ მარიე რემარკი, იგივე ერიხ პაულ რემარკი გახლდათ (1898-1970) პოპულარული გერმანელი მწერალი, ფაშიზმის დაუძინებელი მტერი. მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები, როგორიცაა: "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", "ტრიუმფალური თაღი", "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა", "შავი ობელისკი".
 ***
 სიყვარული ახსნა-განმარტებებს ვერ ითმენს. მას ესაჭიროება საქმეები.
  ***
 თუ რამის გაკეთება გინდა, არასოდეს არ იკითხო, ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ.
 ***
 ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. სხვა ყველაფერი _ სიყალბეა.
 ***
 კლდე უნდა დარჩეს კლდედ! ტალღები მუდამ ასე მეტყველებენ. მაგრამ მოძრავი ყოველთვის უფრო ძლიერია უძრავზე. წყალი კლდეზე ძლიერია.
 ***ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რამეს ფეხს და დაეცემა.
 ***
 საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს.
 
       გააზიარე, რომელი ფრაზაც მოგეწონაშეგიძლიათ ნებისმიერი თქვენ მიერ მოწონებული ფრაზა ფეისბუქის გვერდზე გაიზიაროთ, მისი მონიშვნით.   |