Главная » 2016 » ნოემბერი » 30 » დედამ თავისი გოგონას ახალ დედინაცვალზე წერილი დაწერა და მასზე უკვე მთელი ინტერნეტი ლაპარაკობს
10:13
დედამ თავისი გოგონას ახალ დედინაცვალზე წერილი დაწერა და მასზე უკვე მთელი ინტერნეტი ლაპარაკობს

ოდრი ნიკოლმა ვირჯინიიდან , აშშ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მისი ყოფილი მეუღლის გოგონას ეძღვნებოდა. ზუსტად ერთ კვირაში წერილმა 70 000-ზე მეტი ლაიქი და 9 000-ზე მეტი რეპოსტი დააგროვა!

 

ნიკოლმა თავისი გოგონას ეს ფოტო და ყოფილი მეუღლის ახალი პასია გააზიარა და დაწერა შემდეგი სიტყვები:



„ეს გოგო ჩემი გოგონას მამისაა. ის _ მთელს სამყაროში ყველაზე საყვარელი ქალია და მე მისი მადლიერი ვარ, იმიტომ, რომ როდესაც ჩემი გოგონა მამასთან მიდის, ის აჭმევს, მასზე ზრუნავს, ყიდულობს საჩუქრებს და ეპყრობა, როგორც საკუთარ შვილს.

არ მესმის, რატომ არის ყველა დედა სკეპტიკურად და აგრესიულად განწყობილი სხვა ქალების მიმართ. რატომ არავინ საუბრობს იმაზე, როგორი რთულია იყო უცხო ბავშვის დედა? განსაკუთრებით, როდესაც ვინმე ხელს გკრავს. გასაკვირი არაა, რომ ქალების დიდი ნაწილი ნებდება და თავს შორს იჭერენ ბავშვისგან. აი, საიდან არის ბოროტი დედინაცვლის ყველა მითი.

 დიახ, ისინი არსებობენ, და მე მათ ყველგან ვხედავ. სწორედ ამიტომ ვარ ასეთი მოხარული, რომ ჩემს გოგონას ორი დედა ჰყავს, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანია მზად გაიზიაროს მასთან სიყვარული. მე უსაზღვროდ მადლიერი ვარ ამ გოგოსი.

ქალებო, გაიზარდეთ და კონცენტრირება მოაახდინეთ იმაზე, რომ თქვენი ბავშვებისთვის კარგი დედები იყოთ. მეტი სიყვარული და ნაკლები აგრესია!“

ამ ბრძნულმა და კეთილმა სიტყვებმა ნიკოლს 150 ათასზე მეტი რეპოსტი და ბევრი პატივისცემა მოუტანა. მართლაც, ჩვენს მისწრაფებაში, შევინარჩუნოთ ავტორიტეტი, ხშირად გვავიწყდება, რომ ბავშვს სიყვარული, ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. და რაც უფრო მეტი ადამიანი გულწრფელად შეიყვარებს თქვენს ბავშვს, მით უკეთესი. მიეცით სხვა ადამიანებს შანსი და გახადეთ ეს სამყარო ცოტათი უფრო კეთილი.

წყარო: distractify.com

მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ

 



 ჯანსაღი კვების 7 მითი

 

 

 

 

 

 

 

 9 თემა, რომელზეც ქმარი არასოდეს  გელაპარაკებათ, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ

 

 

 




ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:



Категория: რჩევები | Просмотров: 2090 | Добавил: popularsge | Теги: ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar