Главная » 2015 » ნოემბერი » 15 » Coco Chanel-ის სილამაზის საიდულო
18:42
Coco Chanel-ის სილამაზის საიდულო

ქალი ლეგენდა, ქალი გრაცია, ქალი - ელეგანტურობის სიმბოლო... და ეს კიდევ არ არის იმ შეფასების სრული ჩამონათვალი, რომლითაც კოკო შანელს მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები მოიხსენიებენ ხოლმე. შანელი სულაც არ იყო გასაოცარი სილამაზის პატრონი, მაგრამ მისი ელეგანტურობა, მისი კლასიკური ჩაცმის სტილი და იდუმალება არც ერთ მამაკაცს არ ტოვებდა გულგრილს. მართალია, მის ცხოვრებაში ბევრი მამაკაცი იყო, მაგრამ გათხოვებით კოკო არასოდეს გათხოვილა. უფრო მეტიც, როდესაც მას ვესტმისტერიალის ჰერცოგმა Richard Arthur Grosvenor-მა სთხოვა ხელი, შანელმა  უარი განუცხადა და უთხრა: ,,ამქვეყნად ჰერცოგის მეუღლე ბევრია, ხოლო კოკო შანელი კი ერთადერთი”.


გაბრიელ ბონერ შანელი 1883 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ სომურში დაიბადა. ჯერ კიდევ 12 წლის იყო პატარა გაბრიელა, როცა დედა გარდაეცვალა. მამამ კი პატარა კოკო 6 წლით კათოლიკურ მონასტერში გაამწესა, სადაც შანელმა კერვა ისწავლა, ის თითქმის ყოველ კვირას ელოდა მამას, მამას, რომელიც  არსად არ ჩანდა. მერე კი გაბრიელას ნოტერდამის პანსიონატში უკრეს თავი. ცხოვრებისგან დაჩაგრულ კოკოს ხელი არასოდეს ჩაუქნევია, უფრო მეტიც, ცხოვრებას აჯობა და ამ უკანასკნელმა მის წინაშე ვერაფრის გადამალვა ვერ მოახერხა.


გადის წლები და კოკო სიმღერას კაბარეში, კერძოდ კი ,,როტონდაში” იწყებს. ის თითქმის ყოველ საღამოს ასრულებდა სიმღერას:  ,Qui qu′ a vu coco” სწორედ ამ სიმღერამ განაპირობა ცნობილი დიზაინერის გაბრელა შანელის მეტსახელი ,,კოკო”.  ამ პერიოდში ის არაერთ ცნობილ ადამიანს უახლოვდება: რომი შნაიდერს, პიკასოს, მაქს ჯაკობს, სტრავინსკის... კოკოს სანაცნობო წრე დღითიდღე იზრდებოდა.  მოგვიანებით კოკო ეტიენ ბალზანის დახმარებით ხსნის მაღაზიას პარიზში. მან ფრანგ ქალბატონებს და არა მარტო მათ სრულიად განსხვავებული სტილი შესთავაზა, როგორც თვითონ ამბობდა: ,, მე გავათავისუფლებ ქალებს კორსეტისაგან”. მან ქალები არამარტო გულის შემაწუხებელი კორსეტებისაგან გაათავისუფლა, არამედ გადაპრანჭული ქუდები სადა შავი  და კლასიკური ქუდებით შეცვალა.


და მაინც ჩნდება კითხვა, რაში მდგომარეობს კოკო შანელის სილამაზის საიდულო? პასუხი კი ერთია,  მარადიულ და  უბერებელ ელეგანტურობაში. მოდის კრიტიკოსები მისგან ყოველთვის ელოდნენ სრულიად ახალ და ინოვაციურ იდეებს, თუმცა კოკოს ინოვაციური იდეები კვლავ ელეგანტური ქალის სამოსი იყო. სწორედ შანელი იყო ის ადამიანი, რომელმაც სხვა დიზაინერებთან ერთად შეძლო და პარიზი მსოფლიო მოდის დედაქალაქად აქცია.


შანელის ბრენდი დღეს მსოფლიოში ცნობილია, როგორც ელეგანტური ბრენდი, კოკო შანელმა მსოფლიო მოდას ბევრი რამ დაუტოვა. სწორედ მის სახელს უკავშირდება Chanel №5- ის არსებობა, ესაა სუნამო, რომელიც არ შეიცვს ერთი  რომელიმე კონკრეტული ყვავილის სურნელს. ,,ძილის წინ ყოველთვის ვიპკურებ ორ წვეთ Chanel №5 -ს, ” წერდა მერლინ მონრო. ეს იყო სურნელი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და ყველაზე პოპულარულ პარფიუმად იქცა. კოკო პირველი იყო, ვინც რუჯი  მოდურად აქცია. სწორედ მანვე გახადა შავი ფერი აქტუალური და შექმნა შავი კაბების მთელი კოლექცია, ასევე, მოკლე ვარცხნილობა, მზის დიდი სათვალეები, ჯაჭვის სახელურიანი ხელჩანთა, ბიჟუტერია და ხელოვნური მარგალიტები... ესაა ის  ჩამონათვალი, რომელიც კოკო შანელმა მოდურად აქცია და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.


შანელი 1971 წლის 10 იანვარს პარიზისHotel ,,Ritz”-ში გარდაიცვალა, მოდის უგვირგვინო დედოფლის უკანასკნელი სიტყვები კი შემდეგნარად ჟღერდა:  ,,აი, ასე კვდებიან”. ვინ იცის, რა იგულისხმა გენიალურმა კოკო შანელმა ამ სიტყვების მიღმა.

 

მოამზადა თამუნა ქემერტელიძემ Edmonde Charles-Roux  წიგნის ,,Coco Chenli”-ის  მიხედვით

Категория: მოდა | Просмотров: 2283 | Добавил: popularsge | Теги: Coco Chanel-ის სილამაზის საიდულო | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar