Главная » 2016 » სექტემბერი » 6 » ალბერტ აინშტაინის კურიოზებიდან
14:31
ალბერტ აინშტაინის კურიოზებიდან

ბერლინში აინშტაინი ტრამვაიში ავიდა და წიგნის კითხვას მიჰყო ხელი. შემდეგ ისე, რომ კონდუქტორისთვის არ შეუხედავს, წინასწარ გამზადებული ხურდა ფული ამოიღო ჯიბიდან და გაუწოდა. 


_ ეს საკმარისი არ არის, _ უთხრა კონდუქტორმა.
_ შეუძლებელია, _ მიუგო მეცნიერმა ისე, რომ წიგნისთვის თვალი არც მოუწყვეტია.
_ მე კი გეუბნებით, რომ ბილეთისთვის საკმარისი არ არის. 

აინშტაინმა ისევ გადააქნია თავი. კონდუქტორი აღშფოთდა: 

_აბა, ნახეთ _ აქ 15 პფენინგია. 5 აკლია.
მეცნიერმა ჯიბე მოიჩხრიკა და მართლაც, 5-პფენინგიანი მონეტა ამოიღო. უხერხულად იგრძნო თავი. კონდუქტორმა გაუღიმა და მშვიდად უთხრა:
_ არა უშავს, ბაბუ, უბრალოდ, არითმეტიკა უკეთ უნდა გესწავლა. 


ასევე წაიკითხეთ სხვა მასალებიც:

სასაცილო სტატუსები ჩვენი FACEBOOK-ის გვერდიდან (ნაწ.1)

გოგონები კომპლექსების გარეშე

პატარების იუმორი

8 ნახატი იმისა თუ, როგორ გამოიყურება ცხოვრება 30 წლის შემდეგ!

 

Категория: პოზიტიური | Просмотров: 2432 | Добавил: popularsge | Теги: კურიოზები | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar