Главная » 2016 » ნოემბერი » 26 » 9 თემა, რომელზეც ქმარი არასოდეს გელაპარაკებათ, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ
15:37
9 თემა, რომელზეც ქმარი არასოდეს გელაპარაკებათ, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ

კაცები გაცილებით ხშირად ჩუმდებიან თავიანთ ფიქრებთან დაკავშრებით. რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, როდესაც გიკითხავთ მისთვის რაზე ფიქრბოს, მან კი არ გიპასუხათ და  ჩუმად ყოფნა არჩია. სიმართლე ისაა, რომ არსებობს საგნები, რომლებიც ქალებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, მაგრამ ამის შესახებ ისინი ქმრებისგან ძალიან იშვიათად თუ ისმენენ. მიზეზები აბსოლუტურად სხვადასხვაა. ვიღაცას, უბრალოდ, საყვარელი ადამიანის წყენინება არ უნდა, ვიღაცას მიაჩნია, რომ მისთვის ამის შესახებ თქმა აუცილებელი არ არის, ვიღაც კი ვერც უფიქრდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ექსპერიმენტში 7 კონტინენტიდან 53 წყვილმა მიიღო მონაწილეობა, რის რეზულტატმაც აჩვენა, რომ მამაკაცები ყველაზე ხშირად 9 თემის შესახებ დუმან: 


1.    „არის მომენტები, როდესაც უბრალოდ, მარტო ჩემს თავთან მინდა ყოფნა“.



მამაკაცებს სჭირდებათ პირადი სივრცე და ამაში არაფერია ცუდი. გახსოვდეთ, რომ მათ სჭირდებათ დაფიქრება, უსაქმურობა ან საყვარელი საქმით დაკავება მარტოს. ეს საშიში არაა, მათ ხომ ამის შემდეგ აუცილებლად მოსწყინდებათ და ყურადღებას გამოიჩენენ თავისი საყვარელი ადამიანის მიმართ. 


2.    „მე ვისურვებდი, რომ მეტი დრო გამოგეყო ჩემთვის, ვიდრე ბავშვებისთვის“



ეს ჭირვეული სურვილია, რომელიც ადვილი ასახსნელია. ბვშვები ხშირად გვართმევენ ძალიან ბევრ ჩვენს დედურ ყურადღებას, ნაწილი ეს დკავშირებულია ჭირვეულობასთან, ხოლო ნაწილი _ მოთხოვნილბებთან. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი პატარა, უნდა გახსოვდეთ, რომ ბედნიერ ქორწინებაში ყურადღება უნდა დაუთმოთ ქმარსაც! და სხვათაშორის, არც ისე ცოტა დრო. 


3.    „მაშინაც კი თუ ჩუმად ვარ, შენი მომატებული წონა სულერთია მაინც მაშფოთებს“



მამაკაცებს უნდათ, რომ თავიანთი ქალებით ამაყობდნენ. მათ სიამოვნებთ იგრძნონ, რომ მათ გვერდით მომაჯადოებელი ლამაზმანია მომხიბვლელი ფიგურით. რა თქმა უნდა, თუ თქვენ მოიმატებთ რამოდენიმე კილოგრამს, ეს თქვენს გარეგნობაზე არ აისახება, მაგრამ აი, თუ გამალებით მატულობთ წონაში, მაშინ დროა დაიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა!

 
4.    „მე მინდა, რომ შენ ხშირად მიტყდებოდე სიყვარულში“



ეს არ ეხება ყველა მამაკაცს, მაგრამ უმრავლესობას მაინც ნამდვილად ესაჭიროება მეტი სასიყვარულო აღიარება. ეს დაკავაშირებულია თავმოყვარეობასთან და ცოტა რომანტიკული სიყვარულის სურვილთან. 


5.    „მინდა, რომ გახსნილად ლაპარაკობდე და არ მიმანიშნებდე“.



ამას ღირს მოუსმინოთ, ქალებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მათი ნამიოკები აშკარაა მამაკაცებისთვის. ეს ასე არაა! მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს აბსოლუტურად განსხვავებული ლოგიკა აქვთ, ამიტომ, ნამიოკები შესაძლოა იქცეს დიდ პრობლემად. 


6.    „მე ვღელავ, რომ ასაკის მატებასთან ერთად შევწყვეტ შენს სექსუალურ დაკმაყოფილებას“.



ყველა ქალს უნდა შეეძლოს თავისი მამაკაცის თავის ძალებში დარწმუნება. არავითარ შემთხვევაში უჩიჩინოთ მას, იმის გამო, რომ რაღაც მოულოდნელად ისე არ წავიდა, როგორც გსურდათ. შეეცადეთ სექსუალური პრობლემები ერთად მოაგვაროთ!


7.    „შენი კრიტიკა ჭკუიდან მშლის“



ცოტაოდენი კრიტიკა არავის დააზიანებს, მაგრამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისი საზღვარი. თუ ქალი გამუდმებით უმტკიცებს თავის ქმარს, რომ ის ყველაფერს არასწორედ აკეთებს, ეს მხოლოდ იმასთან მიგიყვანთ, რომ მას საერთოდ დაეკარგება რამის გაკეთების სურვილი. 


8.    „მინდა, რომ მაქებდე და მაფასებდე“



მამაკაცებს, ისევე, როგორც ქალებს სჭირდებათ შექების მოსმენა. ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენია, როცა გაფასებს საყვარელი ადამიანი. არ დაიშუროთ კომპლიმენტები. 


9.     „მინდა, რომ ხშირად მეხებოდე, მეხუტებოდე და მკოცნიდე“



მამაკაცებს სჭირდებათ მჭიდრო კონტაქტი. დროთა განმავლობაში ურთიერთობაში ეს სუსტდება, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ წყვილიდან ერთ-ერთი უკმაყოფილო დარჩეს.  არ გაჩუმდეთ! გამოხატეთ ერთმანეთის მიმართ ყურაღება, თქვენ ხომ მოსიყვარულე წყვილი ხართ!

მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ
წყარო: prevention.com

 



როგორ გამოვთვალოთ ადამიანის ასაკი? სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეს მუშაობს!

 

 

 

 

 

 

 

12 მოდის წესი, რომლის წყალობითაც ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურებით

 

 

 

 

 

 

 




ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

 

ფრთხილად, ახალი ვირუსის ეპიდემია! მშობლებო, თქვენ ეს უნდა იცოდეთ

ფოტოგრაფი, რომელმაც დიასახლისები დედოფლებს დაამსგავსა!

10 ამოცანა, რომელიც შეუძლია გამოიცნოს მხოლოდ ნამდვილმა ან მომავალმა მილიონერმა!

აი, რატომ აცვიათ ქირურგებს ცისფერი ან მწვანე ფერის ხალათები და არა თეთრი

10 ფოტო, რომელშიც თავის თავს ყველა მშობელი ამოიცნობს

5 კომპონენტი, რომელიც თქვენს შამპუნში არ უნდა იყოს თუ გინდათ, რომ ჯანმრთელები იყოთ

5 საშუალება, როგორ გაარჩიოთ ბრენდი ყალბისგან

 




Категория: რჩევები | Просмотров: 2642 | Добавил: popularsge | Теги: ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar