17:44 ქალის გარეგნობის 8 ნაწილი, რომელიც განურჩევლად ყველა მამაკაცს იზიდავს | |
გახსოვდეთ პატარის სახე: დიდი თვალები და პატარა კურნოსა ცხვირი. ზუსტად ამიტომ ქალები ხშირად სხვადასხვა სახის ეშმაკობებს მიმართავენ, რომ ცხვირი ვიზუალურად დააპატარავონ და გაზარდონ თვალები.
ისინი საკმარისად მუქი უნდა იყოს, ხშირი, მაგრამ არა ფართო. იდეალურია თუ წარბები საკმარისად მაღლაა, მაშინ თვალები უფრო დიდი ჩანს.
ბევრმა ქალმა არ იცის, რომ მაღალი შუბლი უხდება მამაკაცს, მაგრამ არანაირად სუსტი სქესის წარმომადგენელს. თუ ბუნებამ დიდი შუბლით დაგაჯილდოვათ, გამოსავალიც არსებობს. ეს „ჩოლკაა“, საბედნიეროდ, მისი ბევრი ვარიაცია არსებობს. თუ სილამაზის კანონებს მივყვებით, შუბლის იდეალური სიმაღლეა ცხვირის ფუძიდან ცხვირის წვერომდე.
დიდმა ყურებმა საეჭვოა, რომ მამაკაცი მოხიბლოს. თუმცა თუ არც ისე პატარა ყურები გაქვთ, მათი დამალვა ძალიან ადვილად შეიძლება, თმის სწორი ვარცხნილობის შერჩევით.
თუ ხელის თითები შორსაა იდეალურისგან, მაშინ მსხვილი სამკაულებისგან, ბეჭდებისგან, ბრასლეტებისაგან უკეთესია უარი თქვა. ისინი ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობენ. მოვლილი თითები ლამაზი მანიკიურით მოსწონს პრაქტიკულად ყველა მამაკაცს. იმისთვის, რომ ვიზუალურად დააგრძელოთ თითები, შეგიძლიათ ფრჩხილებს მისცეთ ოვალური ფორმა.
კაცობრიობა ჯერ კიდევ კამათობს იმის შესახებ, როგორი მკერდი მოსწონთ მამაკაცებს _ დიდი თუ ის, რომელიც ხელს გულში ეტევა. როგორც არ უნდა იყოს, ყველას ერთნაირად ხიბლავს მოწესრიგებული (გაუმარჯოს კარგ ქალის თეთრეულს!) და იდეალური წარმოსადეგობის მკერდი.
ბევრ კაცს მოსწონს ქალი ქუსლებზე. ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. პირველ რიგში, ქუსლები ჭიმევენ სხეულს და აახლოვებს ქალის პროპორციებს იდალურთან. მეორეც, ქუსლებზე ფეხები გაცილებით ლამაზად გამოიყურება.
თმები, ეს ქალის ბუნებრივი სამკაულია. იშვიათია, მამაკაცს არ მოეწონოს გოგონა გაშლილი თმებით. ქვეცნობიერის დონემდე მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ თუ მდედრობითი სქესის წარმომადგენელმა თმა გაიშალა _ უნდა, რომ კაცებს მოეწონოს და მზად არის ახალი ნაცნობობისთვის. ლამაზი ვარცხნილობა გაცილებით მეტ ყურადღებას იპყრობს, ვიდრე ფუმფულა ბიუსტი ან გრძელი ფეხები. მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ
| |
|
Всего комментариев: 0 | |