Главная » 2017 » თებერვალი » 12 » 5 ყველაზე ცნობილი სიმბოლო, რომლის მნიშვნელობაზეც არასდროს დაფიქრებულხართ
08:56
5 ყველაზე ცნობილი სიმბოლო, რომლის მნიშვნელობაზეც არასდროს დაფიქრებულხართ

ყოველდღიურად ჩვენ ათას სიმბოლოს ვაწყდებით, რომელთაგანაც ყველას თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ დაფიქრებულიხართ როდისმე, რა ისტორიას ატარებენ ისინი და საერთოდ, სწორედ ვიყენებთ თუ არა მათ?
გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ სიმბოლოსა და მათ მნიშვნელობებს. ამ ნიშნების წარმომავლობამ შესაძლოა გაგაოცოთ!

 

 

 



1.    გული

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ანატომიური გულის ფორმა საერთოდ არ ჰგავს იმ ნახატს, რასაც ჩვენ გულს ვუწოდებთ. და მაშინ რატომ აღნიშნავს ეს სიმბოლო სიყვარულსა და გულს? ამის თაობაზე რამდენიმე ვარაუდი არსებობს. 

•    ერთ-ერთი ვერსიით, ეს ნიშანი მოგაგონებთ სუროს ფოთოლს. ის ჩვეულებრივ გამოსახული იყო ბერძნულ ვაზებზე დიონისესთან ერთად, რომელიც ღვინის, მეურნეობისა და თრობის (ექსტაზის) ღმერთია. 

•    მეორე ჰიპოთეზა იმაზე საუბრობს, რომ ეს სიმბოლო _ სხვა არაფერია თუ არა ქალის დუნდულები. 

•    კიდევ ერთი ჰიპოთეზის თანახმად, როცა გედები ერთმანეთთან მიცურდებიან, მათი კისრები გულის ფორმას ქმნიან. უხსოვარი დროიდან ბევრს ეს ფრინველები სიყვარულის, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოდ მიაჩნდა. მათ ახლაც იყენებენ უამრავ საქორწილო ბარათებსა და მორთულებების დროს, როგორც ზემოთხსენებულ სიმბოლოს. 

2.    Bluetooth

მაშინაც კი თუ გსმენიათ მეფე ჰარალდ I ბლატანდის შესახებ, რომელმაც გააერთიანა დანიის  ტომები ერთ სახელმწიფოდ, ნაკლებად სავარაუდოა იცოდეთ მისი საინტერესო მეტსახელის, ბლატანდის თარგმანი, რომელიც ლურჯკბილას ნიშნავს, ხოლო ინგლისურად ითარგმნება როგორც _ Bluetooth (ლურჯი კბილი). საქმე იმაშია, რომ გაადმოცემის თანახმად მეფეს ძალიან უყვარდა მოცვი და ერთ-ერთი მისი კბილებიდან ყოველთვის ლურჯი იყო. თუმცა, არსებობს მოსაზრებაც, რომ ეს მეტსახელის არასწორი თარგმანია და რომ  Blåtand ორი ძველი დანიური სიტყვათა შერწყმისგანაა მიღებული, სადაც ‘blå’ გარუჯულს ნიშნავს, ხოლო ‘tan’ დიდ ადამიანს. ჰარალდის დროს დანიამ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანობა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს დანიაში რუნულ წარწერებს იყენებდნენ, რომელიც ძველი გერმანელების დამწერლობაა. 

ტექნოლოგია Bluetooth დაარსებულია ერთ ქსელში ორი მოწყობილობის გასაერთიანებლად, ხოლო თავად ნიშანი _ ანუ ამ ასობგერების შეთანხმება, სკანდინავიური რუნების «Hagall»-ის (ჰაგელი), მის ანალოგ ლათინურ ასოსთან H და «Bjarkan» (ბიარკასთან), რომელიც ანალაგია ლათინური B ასობგერის_  დანიის მეფის, ჰარალდ ბლატანდის ინიციალებია და ნიშნავს ჰარალდ ლურჯკბილას. 

3.    მედიცინის სიმბოლო

სიმბოლოს, რომელიც გამოსახულია ფრთიანი ხელჯოხითა და ორი გველით, სინამდვილეში ძალიან ცოტა საერთო  აქვს მედიცინასთან. ლეგენდის თანახმად, ძველი ბერძნული მითოლოგიის ღმერთს ჰერმესს, როგორც ღმერთების მაცნეს ფრთიანი კვერთხი ჰქონდა, რომელსაც შეეძლო შეეწყვიტა ყველა კამათი და შეერიგებინა მტრები. 

იგი ზევსისა და მაიას ძე, ჭკვიანი, გამჭრიახი და ღმერთების ნების მაცნე იყო, ასევე, საქმის კეთილად დამაგვირგვინებელი, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომნიჭებელი. გადმოცემის თანახმად, დაბადებისთანავე არტახებიდან გამომძვრალა და აპოლონის ნახირიდან 50 ძროხა მოუპარავს. განრისხებულ აპოლონს ჰერმესი ზევსისთვის მიუგვრია ქურდობაში გამოსატეხად, მაგრამ როდესაც მისი ქნარზე დაკვრა მოუსმენია, რომელიც პატარა ჰერმესს კუს ბაკნისაგან გაუკეთებია, მაშინ ამ ქნარში თავისი ძროხები გაუცვლია. აპოლონსავე უბოძებია მისთვის ოქროს კვერთხი_ ბედნიერების და სიმდიდრის სიმბოლო. როდესაც ჰერმესმა საჩუქრის გამოცდა გადაწყვიტა, იგი ორ მოჩხუბარ გველს შორის მოათავსა, რომლებიც შერიგდნენ და კვერთხს შემოეხვივნენ. 

ბერძნები ჰერმესის კვერთხს უწოდებდნენ კერიკიონს, ხოლო რომაელები _ კადუცეუსს (ლათ. Cadeceus, ბერძ. Κηρύκειον).
 
საერთო სამედიცინო სიმბოლოდ კი ჰერმესის კადუცეუსი აღორძინების ეპოქაში იქცა. ალბათ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ XVI საუკუნეში ალქიმია განვითარდა, რომლის მფარველდაც ჰერმესი ითვლებოდა. ფუძისეული მიზეზი ალქიმიკოსების გამოცდილებისა ამ დროს ხდება არა ფილოსოფიური ქვის ძებნა, არამედ წამლის მიღება. წამლის ჭურჭელზე ალქიმიკოსები ჩვეულებრივ უკეთებდნენ ჰერმესის გამოსახულებიან ამონაბეჭდს.    

ეს ნიშანი ხშირად ასკლეპიოსის კვერთხში ერევათ, რომელიც სხვანაირად გამოიყურება. 



4.    ჩართვის ნიშანი _ Power

ეს ნიშანი პრაქტიკულად ნებისმიერ თანამედროვე მოწყობილობას აქვს. საინტერესოა, რომ ის ჯერ კიდევ 40-იან წლებში წარმოიშვა, როდესაც ინჟინერებმა ჩამრთველის აღსანიშნავად ორმაგი სისტემა გამოიყენეს. თქვენ მას ახლა ეკრანზე ხედავთ.  1-ლი სიმბოლო ნიშნავს „ჩართულია“, ხოლო მეორე _ „გამორთულია. ტექნიკაზე მითითებული ეს ნიშანი კი მიგანიშნებთ, რომ ღილაკი ჩართველ-გამომრთველია.  



5.    მშვიდობის სიმბოლო

მშვიდობის სიმბოლო, იგივე პაციფიკი 1958 წლის 21 თებერვალს ბრიტანელმა მხატვარმა და დიზაინერმა ჯერალდ ჰოლტომმა ატომური განაიარაღებისთვის შექმნა. ეს მოძრაობა აქტიურად იბრძოდა ატომური შეარაღების წინააღმდეგ და 1958 წლის 4 აპრილს მასობრივ მანიფესტაციას გეგმავდა. სწორედ ამ მანიფესტაციის დროს გამოჩნდა ეს სიმბოლო პირველად და პოპულარობა მოიპოვა.

ნიშანი წარმოადგენს ასო N და D_ს კავშირს( “Nuclear Disarmament”-ატომური განაიარაღება).
ჰოლტომი შემდგომ ასე აღწერს მისი შექმნის ამბავს:

“მე ძალიან დაბნეული ვიყავი.გამოვსახე საკუთარი თავი-დაბნეული ადამიანი,ხელებდაშვებული და გვერდით მიმართული ისე როგორც გოიას ცნობილ ნამუშევარზე ასახულ გლეხი დახვრეტის წინ”… 

სიმბოლომ პოპულარობის პიკს 60_იან წლებში მიაღწია და ამერიკაშიც გავრცელდა.აქტიურად გამოიყენეს ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო კამპანიის დროს და სწორედ აქედან იწყება მისი, როგორც მშვიდობის სიმბოლოდ გამოყენება.
 

მოამზადა ჟურნალისტმა ფიქრია ჭალიძემ



გამოყენებული მასალები: ვიკიპედია, Марчукова С.М. Медицина в зеркале истории და სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები. 

 



სხვა ტესტები:

აირჩიეთ ფანჯარა და ის გეტყვით რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეცნობიერად

 

 

 

 

რა დაინახეთ პირველად: მამაკაცის სახე, ოკეანე თუ გემი?

 

 

 

 





 ჯანსაღი კვების 7 მითი

 

 

 

 

 

 

 

 9 თემა, რომელზეც ქმარი არასოდეს  გელაპარაკებათ, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ

 

 



ასევე იხილეთ სხვა მასალებიც:

Категория: რედაქტორის რჩევით | Просмотров: 4640 | Добавил: popularsge | Теги: power-ის მნიშვნელობა, მედიცინის სიმბოლოს მნიშვნელობა. ბლუ, მშვიდობის სიმბოლოს მნიშვნელობა, გულის მნიშვნელობა, ფიქრია ჭალიძე | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar